ტრამპის $1-მილიონიანი ოქროს ბარათის სავიზო პროგრამა ოფიციალურად დაიწყო

ტრამპის $1-მილიონიანი ოქროს ბარათის სავიზო პროგრამა ოფიციალურად დაიწყო

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „ტრამპის ოქროს ბარათის“ სავიზო პროგრამა ოფიციალურად დაიწყო, რაც არაამერიკელ ინვესტორებს შეერთებულ შტატებში ცხოვრების უფლების გამარტივებული წესით მოპოვების შესაძლებლობას აძლევს.

ვებგვერდზე Trumpcard.gov ოქროს ბარათის მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, $15,000-ის სანაცვლოდ ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტს აპლიკაციის პრიორიტეტულად, უფრო სწრაფად განხილვა მოსთხოვონ.

ოქროს ბარათის ვებგვერდზე სავიზო პროგრამით დაინტერესებულთათვის ორი სახის სერვისია ხელმისაწვდომი. ტრამპის „ოქროს ბარათის“ მისაღებად აპლიკანტს ზემოთ აღნიშნული $15,000-ის გადახდა, უსაფრთხოების შემოწმების შემდეგ კი $1-მილიონიანი კონტრიბუციის გაღება უწევს. შედეგად, წარმატებული აპლიკაციის შემთხვევაში, მსურველი აშშ-ში ცხოვრების უფლებას მიიღებს. ტრამპის „პლატინის ბარათის“ მისაღებად კი აპლიკანტს $5-მილიონიანი კონტრიბუციის გაღება მოუწევს, რის სანაცვლოდაც აშშ-ში 270 დღით ყოფნის შესაძლებლობა ეძლევა და მასზე გარკვეული გადასახადები არ მოქმედებს.

ამჯერად მსურველებს მხოლოდ ტრამპის „ოქროს ბარათის“ აპლიკაციის შევსებისა და გაგზავნის შესაძლებლობა აქვთ. „პლატინის ბარათისთვის“ კი ჯერჯერობით მხოლოდ მომლოდინეთა სიაში ჩაწერის შესაძლებლობაა.

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, აპლიკანტს განაცხადის წარმატებით დაკმაყოფილების შემთხვევაში, ტრამპის „ოქროს ბარათის“ გამოყენების შესაძლებლობა აშშ-ის 50-ვე შტატში ექნება. თუმცა განაცხადის დაკმაყოფილებისათვის მსურველებს სიღრმისეული უსაფრთხოების შემოწმების პროცესის გავლა მოუწევთ. შესაბამისად, მხოლოდ $1-მილიონიანი კონტრიბუცია წარმატებისთვის საკმარისი არ იქნება.

აშშ-ის კომერციის მდივნის, ჰოვარდ ლუტნიკის განცხადებით, „ოქროს ბარათის“ მისაღებად ვებგვერდზე უკვე 10,000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა.

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.