„ავატარის“ მესამე ნაწილის შემოსავალმა სადებიუტო უიკენდზე $345 მილიონს მიაღწია

„ავატარის“ მესამე ნაწილის შემოსავალმა სადებიუტო უიკენდზე $345 მილიონს მიაღწია

ჯეიმს კამერონის საგის მესამე ნაწილმა – „ავატარი: ცეცხლი და ფერფლი“ – მსოფლიო კინოთეატრების სალაროებიდან სადებიუტო უიკენდზე დაახლოებით 345 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია Walt Disney-მ გაავრცელა.

კომპანიის მონაცემებით, ფილმის შედეგები ზუსტად დაემთხვა ანალიტიკოსთა პროგნოზებს, რომლებიც მინიმუმ 340 მილიონი დოლარის შემოსავლის მიღებას ვარაუდობდნენ. Walt Disney-ის ინფორმაციით, აშშ-ისა და კანადის სალაროებიდან მიღებულმა შემოსავალმა 88 მილიონი დოლარი შეადგინა.

იხილეთ ასევე: კანადელი რეჟისორი ჯეიმს კამერონი ოფიციალურად მილიარდერია

ცნობისთვის, „ავატარი: ცეცხლი და ფერფლის“ გადაღება 400 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ფილმი, რაც კი ოდესმე გადაღებულა.

„ავატარი“ კინოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფრენჩაიზია, რასაც მისი წინა ფილმების მიერ ნაჩვენები შედეგებიც მოწმობს. 2009 წელს გამოსული „ავატარის“ პირველი ნაწილი, 2.9 მილიარდი დოლარით, ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმია, ხოლო 2022 წლის გაგრძელება, „ავატარი: წყლის გზა“, 2.3 მილიარდი დოლარით მესამე ადგილს იკავებს.