2025 წელი Mastercard-ისთვის საქართველოში შეიძლება შეფასდეს როგორც ზრდის და ფუნქციური როლის გაფართოების წელი. უკვე მრავალი წელია, რაც კომპანია გასცდა გადახდების ინფრასტრუქტურის განვითარებას და მკაფიოდ ჩამოყალიბდა როგორც ტექნოლოგიური, საკონსულტაციო და რეგიონული განვითარების მხარდამჭერი, როგორც ბანკებისთვის, ისე ბიზნესებისა და მომხმარებლებისთვის. თუმცა, 2025 წელს, Mastercard-ის როლი საქართველოში კიდევ უფრო გაღრმავდა და გაძლიერდა.
ზრდა, რომელიც სცდება რაოდენობას
ბოლო წლების მსგავსად, 2025-შიც თვალსაჩინოა ბაზრის ზრდა. მიმოქცევაში არსებული Mastercard-ის ბარათების რაოდენობამ კვლავ მოიმატა, რაც ასახავს მომხმარებლის ქცევის ცვლილებას, ნაღდი ფულის გამოყენების წილის შემცირებას და ციფრული გადახდებისადმი ნდობის ზრდას. თუმცა კომპანიისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რაოდენობრივი მაჩვენებლები, არამედ ტრანზაქციების ხარისხიც, ბარათების უფრო აქტიური გამოყენება, უფრო მეტი ონლაინ გადახდა და უსაფრთხოების უფრო მაღალი სტანდარტი ყოველდღიურ ცხოვრებაში.
2025 წელი Mastercard-ისთვის არის ბარათიდან ეკოსისტემაზე გადასვლის წელი, გადახდა აღარ აღიქმება როგორც ცალკე, ტექნიკური მოქმედება, არამედ ის ხდება სრულფასოვანი გამოცდილების ნაწილი, რომელიც აერთიანებს უსაფრთხოებას, კომფორტს, პერსონალიზაციასა და სხვადასხვა უპირატესობებს.
ახალი სტანდარტები პრემიუმ გამოცდილების მიმართულებით
2025 წელს Mastercard-ის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად იქცა პირველი პრემიალური ბიზნესბარათის რეგიონში, Mastercard Corporate Card-ის გამოშვება, საქართველოს ბანკთან პარტნიორობით. აღნიშნული პროდუქტი კორპორაციულ მომხმარებლებს სთავაზობს სრულფასოვან ბიზნესინფრასტრუქტურას: მრავალვალუტიან საბანკო სერვისებს, ხარჯების ეფექტიან მართვას, გამარტივებულ მოგზაურობასა და დაზღვევის შესაძლებლობებს, ასევე საერთაშორისო ლაუნჯებზე წვდომას.
ამ ინიციატივამ მკაფიოდ წარმოაჩინა Mastercard-ის სტრატეგიული მიდგომა , ბიზნესისთვის შეიქმნას არა მხოლოდ გადახდის ინსტრუმენტი, არამედ კომპლექსური გადაწყვეტა, რომელიც პასუხობს თანამედროვე კომპანიების ოპერაციულ და საერთაშორისო საჭიროებებს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფონზე, როდესაც ქართული ბიზნესების საზღვარგარეთ საქმიანობა და ქროს-ბორდერ ოპერაციები წლიდან წლამდე იზრდება.
პარალელურად, 2025 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო პრემიუმ სეგმენტსაც. Top|Card Black Edition, რომელიც Mastercard-ისა და ლიბერთის პარტნიორობით განვითარდა, იქცა მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება ფინანსურმა სერვისმა გაცდეს ფუნქციურ ჩარჩოებს და მომხმარებელს შესთავაზოს სრულფასოვანი გამოცდილება. მოგზაურობის სერვისები, კონსიერჟ-მხარდაჭერა, სპეციალური შეთავაზებები და სამოგზაურო უპირატესობები პასუხობს იმ მომხმარებლის მოლოდინებს, რომელიც ფინანსურ პროდუქტში ცხოვრების სტილის ნაწილს ხედავს.
ეს ორი პროდუქტი განსხვავებული აუდიტორიისთვის არის შექმნილი, თუმცა ორივე ერთსა და იმავე ხედვას ასახავს: საქართველოში იზრდება მოთხოვნა მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტის ფინანსურ სერვისებზე, ხოლო Mastercard-ი ამ მოთხოვნას არა იზოლირებული პროდუქტებით, არამედ გააზრებული ეკოსისტემით პასუხობს.
ტურიზმი, სამოგზაურო უპირატესობები და უსაზღვრო შესაძლებლობები
2025 წელს ტურიზმი კვლავ Mastercard-ის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკური და სტრატეგიული მიმართულება იყო საქართველოში. კომპანია აქტიურად მუშაობდა როგორც შემომყვანი, ისე გამყვანი ტურიზმის მხარდაჭერაზე, მათ შორის საქართველოს ინტეგრაციაზე Mastercard-ის გლობალურ გამოცდილების პლატფორმა Priceless-ზე. ამ პლატფორმის საშუალებით, საქართველო წარდგა საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე როგორც უნიკალური გამოცდილებების მიმართულება, რაც აძლიერებს ქვეყნის ტურისტულ ხილვადობას და ქმნის დამატებით შესაძლებლობებს ადგილობრივი ბიზნესებისთვის.
საერთაშორისო ვიზიტორებისთვის შეიქმნა სპეციალური შეთავაზებები ქართულ მერჩანტებთან პარტნიორობით www.mcpassport.ge რაც ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების მონეტიზაციას და მომსახურების სექტორის შემოსავლების ზრდას. პარალელურად, Priceless-ის მეშვეობით ქართველ მომხმარებლებსაც გაეხსნათ წვდომა გლობალურ გამოცდილებებზე, რაც მოგზაურობას საზღვარგარეთ უფრო მარტივს, უსაფრთხოსა და შეუფასებელს ხდის.
პარტნიორობები, როგორც ზრდის საფუძველი
2025 წელს Mastercard-ის საქმიანობა საქართველოში გამოირჩეოდა პარტნიორობების განსაკუთრებული მრავალფეროვნებით. წლის განმავლობაში, Mastercard-ი აქტიურად უჭერდა მხარს კულტურულ ინიციატივებსა და ეროვნულ მოვლენებს, მათ შორის თეატრალურ სეზონს, წინანდლის ფესტივალს, გიორგობის დღესასწაულს SOLO-სთან პარტნიორობით, Kolga Tbilisi Photo-ს 24-ე ფესტივალს, ასევე ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალს, რომლის წარმდგენიც Mastercard-ი იყო. ეს თანამშრომლობები აერთიანებს კულტურასა და თანამედროვე გამოცდილებას, სადაც ფინანსური სერვისი უხილავი, მაგრამ მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ხდება. ამ კონტექსტში აღსანიშნავია Mastercard-ის გლობალური პარტნიორობა McLaren Formula 1 Team-თან, რომელიც ბრენდის სურვილს ასახავს — ფინანსური სერვისები გააერთიანოს სპორტთან, ემოციასთან და უნიკალურ გამოცდილებებთან.
მოგზაურობისა და ტურიზმის მიმართულებით, Mastercard-მა გააძლიერა თანამშრომლობა როგორც გლობალურ, ისე ლოკალურ პარტნიორებთან. მომხმარებლებს მთელი წლის განმავლობაში სთავაზობდა ქეშბექებსა და პრივილეგიებს ისეთ პლატფორმებსა და ბრენდებთან, როგორებიცაა booking.com, Rentalcars.com, Preferred Hotels & Resorts, The Bicester Collection, easyJet, AVIS, Beyond Green და Global Blue. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აეროპორტისა და ტრანსპორტის გამოცდილებას — Bene Exlusive-ის მომსახურებებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ასევე Mastercard Flight Delay Pass-ისა და London Heathrow–Paddington მიმართულებაზე სპეციალური შეთავაზებებით.
ლოკალურ დონეზე, პარტნიორობები მოიცავდა როგორც ციფრულ სერვისებს (mobineX), ისე სტუმარმასპინძლობისა და გასტრონომიის სექტორს — Rezto.ge. მომხმარებლებისთვის მთელი წლის განმავლობაში მოქმედებდა არაერთი აქცია და ქეშბექ-პროგრამა პარტნიორ ბანკებთან და ბრენდებთან — საქართველოს ბანკი, SOLO, TBC, კონცეპტი, Wolt Georgia, Pullman Tbilisi, Jazz Club 1984, Soliko Gudauri და მრავალი სხვა.
აღსანიშნავია, რომ Mastercard-ი ახალი ბანკებისა და ფინტექებისთვის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად რჩება, Pave Bank-ი, Fastoo, Crystal-ი, UPS.
მნიშვნელოვანი წინსვლაა კრიპტო მიმართულებითაც, სულ მალე, საქართველოში Bybit Mastercard crypto card გახდება ხელმისაწვდომი და ამ ეკოსისტემას მომდევნო ეტაპზე გადაიყვანს.
ამ მრავალმხრივმა თანამშრომლობებმა 2025 წელს Mastercard-ი საქართველოში წარმოაჩინა არა როგორც ცალკეული შეთავაზებების ავტორი, არამედ როგორც პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ფინანსებს, კულტურას, მოგზაურობასა და ყოველდღიურ ცხოვრებას ერთიან, თანმიმდევრულ გამოცდილებად.
საკონსულტაციო მხარდაჭერა და ცოდნის ეკონომიკა
2025 წელი მნიშვნელოვანი იყო Mastercard-ის საკონსულტაციო მიმართულების გაძლიერებისთვისაც. კომპანია სულ უფრო აქტიურად მუშაობს ბანკებთან, ბიზნესებთან და პარტნიორებთან მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შექმნაზე. ეს მოიცავს როგორც მომხმარებლის ქცევის ანალიზს, ასევე ტრანზაქციულ ტენდენციებს, თაღლითობის პრევენციასა და ოპერაციულ ეფექტიანობას.
ამავე ლოგიკის გაგრძელებაა ხელოვნური ინტელექტის (AI) სრული კურსი Mastercard-ისგან, რომელიც მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი ტექნოლოგიური განათლების გავრცელებას. ეს ინიციატივა არა მხოლოდ საგანმანათლებლო პროექტია, არამედ გრძელვადიანი ინვესტიცია ქვეყნის ტექნოლოგიურ მომავალში – კადრებში, რომლებიც შეძლებენ თანამედროვე ფინანსურ და ციფრულ ეკოსისტემაში ადაპტაციას.
2025 წელი Mastercard-ისთვის საქართველოში იყო განვითარების ლოგიკური გაგრძელება. ეს იყო წელი, როდესაც კომპანია კიდევ უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბდა როგორც ტექნოლოგიური პარტნიორი, განათლების მხარდამჭერი და რეგიონული მოთამაშე. სწორედ ამ საფუძველზე, უკვე ჩანს როგორი იქნება 2026 წელი საქართველოსთვის – ძლიერი როლით გლობალურ ფინანსურ რუკაზე.
S










