3 იანვრის ღამეს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასზე მასშტაბური საჰაერო დარტყმები განახორციელა. დილით კი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელის დიქტატორი, ნიკოლას მადურო ცოლთან ერთად ქვეყნიდან გაიყვანეს.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა ფართომასშტაბიანი დარტყმა ვენესუელისა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ის პლატფორმაზე.
ვენესუელის მთავრობის მიერ 3 იანვარს დილით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანა „გმობს და აცხადებს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე უკიდურესად სერიოზული სამხედრო აგრესიის შესახებ, აშშ-ის ამჟამინდელი მთავრობის მხრიდან ვენესუელის წინააღმდეგ“.
შეგახსენებთ, 2020 წელს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ნიკოლას მადუროს კორუფციასა და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებით ბრალდება წარუდგინა. სახელმწიფო დეპარტამენტმა მადუროს დაპატიმრებისთვის საჭირო ცნობების მიწოდების სანაცვლოდ $50-მილიონიანი ჯილდო დააწესა.











