საქართველოს ბანკის განცხადება ცილისმწამებლურ ინფორმაციასთან დაკავშირებით

საქართველოს ბანკის განცხადება ცილისმწამებლურ ინფორმაციასთან დაკავშირებით

საქართველოს ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო პერიოდია, საჯარო სივრცეში, გარკვეული ჯგუფის მიერ, მიზანმიმართულად ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, თითქოს: დიდ ბრიტანეთში ან საქართველოში იწყება სისხლის სამართლის გამოძიება საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის წინააღმდეგ. აღნიშნული მცდარი და ცილისმწამებლური განცხადებები, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, დაკავშირებულია ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან და თბილისის ბრიტანულ საერთაშორისო სკოლასთან.

საქართველოს ბანკი და მისი გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულ, თითოეულ მცდარ და ცილისმწამებლურ განცხადებას:

  • სიცრუეა განცხადება ჯგუფის, ბანკის ან არჩილ გაჩეჩილაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი გამოძიების დაწყების შესახებ საქართველოში ან დიდ ბრიტანეთში. არანაირი გამოძიება ან სასამართლო დავა არ მიმდინარეობს.
  • საქართველოს ბანკს ან არჩილ გაჩეჩილაძეს ამ გარიგებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მათ შორის ბანკისგან ან მისი გენერალური დირექტორისგან არ გაცემულა სესხი ან ნებისმიერი სხვა მხარდაჭერა ამ გარიგებასთან დაკავშირებით.

გვჯერა, რომ ბანკის და მისი გენერალური დირექტორის სახელი ცილისმწამებლურად გამოიყენება მხოლოდ ამ თემის არაკეთილსინდისიერად პოპულარიზაციისთვის და ამ ცრუ განცხადებების გავრცელებისას მისი ავტორები განზრახ ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

აქვე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ბანკი და Georgia Capital ორი სრულიად სხვადასხვა კომპანიაა – სხვადასხვა საქმიანობის სფეროთი, სამეთვალყურეო საბჭოთი და დირექტორატით“.