საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 337.95 მილიონი აშშ დოლარი (912.1 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 18.4%-ით (52.6 მილიონი აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
აღსანიშნავია, რომ ფულადი გზავნილების 97.3% იმ 29 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც დეკემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 1 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა. ამ ქვეყნებს შორის მოხვდა ჩინეთი, რომელიც დეკემბერში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილებით 23-ე ადგილს იკავებს.
გასულ თვეში ჩინეთიდან საქართველოში 1.5 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაჩვენებელი წლიურად 1822.63%-ით არის გაზრდილი. მთლიან გზავნილებში ჩინეთის წილი 0.44%-ს შეადგენს.
ამ შედეგით, ზრდის მიხედვით, ჩინეთი უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა. მას მოსდევს უზბეკეთი 102.99%-იანი ზრდით, საიდანაც დეკემბერში საქართველოში 1.43 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. მესამე ადგილზე კი ტაჯიკეთია 48.33%-ით, საიდანაც საანგარიშო პერიოდში 1.01 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფულადი გზავნილები შემოვიდა.









