ქვეყნები, სადაც 2026 წელს ყველაზე მაღალი ინფლაციაა მოსალოდნელი

ქვეყნები, სადაც 2026 წელს ყველაზე მაღალი ინფლაციაა მოსალოდნელი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2026 წელს აშშ-ში ინფლაცია 2.4%-მდე შემცირდება, რაც ფედერალური სარეზერვო სისტემის სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბებს. ევროპისა და აზიის ბევრ ქვეყანაში კი ფასების 2%-ზე ნაკლებით ზრდაა მოსალოდნელი. IMF-ის გაფრთხილებით, არასტაბილურობის წინაშე მყოფი ქვეყნები, როგორიცაა ვენესუელა და სუდანი, ფასების მნიშვნელოვნად მაღალი ზეწოლისთვის უნდა მოემზადონ.

IMF-ის პროგნოზით, ინფლაციის ყველაზე დიდი ზრდა ვენესუელაშია მოსალოდნელი. როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშშია აღნიშნული, შესაძლოა ქვეყანაში ფასები 682.1%-ით გაიზარდოს. აღსანიშნავია, რომ ეს ანგარიში პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავებამდე და აშშ-ის მიერ ვენესუელაში ნავთობის წარმოების ხელში ჩაგდების გეგმების გაჟღერებამდე გამოქვეყნდა.

ქვეყნებში, სადაც კონფლიქტებია, მათ შორის სუდანში, ირანსა და მიანმარში, IMF-ის მოლოდინით, მიმდინარე წელს ინფლაციის მაჩვენებელი 25%-ს გადააჭარბებს.

ანგარიშის თანახმად, აშშ-ში ინფლაციის მაჩვენებელი, სავარაუდოდ, შემცირდება, თუმცა პერსპექტივაზე გავლენა შეიძლება რამდენიმე რისკმა მოახდინოს. ტარიფების ამოქმედების წინასწარი გავლით ინფლაციაზე ზემოქმედება შემცირდა, მაგრამ 2026 წელს ამ ტარიფების ხარჯი შეიძლება საბოლოოდ მომხმარებელზე გადავიდეს და ფასები გაზარდოს.

IMF-ის პროგნოზით, შვეიცარიასა და ლიხტენშტაინში, მსოფლიოში ინფლაცია ყველაზე დაბალ, 0.6%-იან ნიშნულზე იქნება. შვეიცარიისთვის, შვეიცარიული ფრანკის გაძლიერებამ იმპორტის ფასების კლება გამოიწვია, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ ტენდენციას ასახავს.

გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვარაუდით, ტაილანდსა და ჩინეთში სამომხმარებლო ფასები დეფლაციური ზეწოლის ფონზე მხოლოდ 0.7%-ით გაიზრდება.

ქვეყნები, სადაც 2026 წელს ყველაზე მაღალი ინფლაციაა მოსალოდნელი:

 ქვეყანა2026 წლის პროგნოზი (%)რეგიონი
1ვენესუელა682.1სამხრეთი ამერიკა
2სუდანი54.6აფრიკა
3ირანი41.6ახლო აღმოსავლეთი
4მიანმარი28.0აზია
5ბურუნდი26.3აფრიკა
6ჰაიტი26.2ჩრდილოეთი ამერიკა
7თურქეთი24.7აზია
8მალავი24.1აფრიკა
9ნიგერია22.0აფრიკა
10იემენი18.5ახლო აღმოსავლეთი