პროფესიონალურ სერვისებზე ბაზარზე მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ და კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისების უწყვეტად უზრუნველყოფის მიზნით, გრანთ თორნთონ საქართველო აგრძელებს მმართველი გუნდის გაძლიერებას. აღნიშნული სტრატეგიული განვითარების ფარგლებში, თამთა ნუცუბიძე გრანთ თორნთონ საქართველოს პარტნიორი გახდა. ამ ეტაპამდე კომპანიის პარტნიორები იყვნენ ვახტანგ ცაბაძე და პაატა შურღაია.

თამთა ნუცუბიძე წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა გრანთ თორნთონის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საქმიანობის განვითარებაში. იგი ჩართული იყო მსხვილი და კომპლექსური აუდიტორული პროექტების მართვაში, საერთაშორისო კლიენტებთან თანამშრომლობასა და პროფესიული სტანდარტების გაძლიერების პროცესებში. მისი პარტნიორად დანიშვნა წარმოადგენს კომპანიის ზრდისა და განვითარების ლოგიკურ გაგრძელებას.
პარტნიორის როლში თამთა ნუცუბიძე გააგრძელებს აუდიტის მიმართულების გაძლიერებას, ხარისხის კულტურის განმტკიცებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მუშაობას. იგი ასევე აქტიურად იქნება ჩართული ფირმის სტრატეგიულ მართვაში და გრძელვადიანი განვითარების მიმართულებების ჩამოყალიბებაში.
„გრანთ თორნთონი საქართველოში ბოლო წლებში დინამიურად ვითარდება, იზრდება როგორც პროექტების მასშტაბი, ისე კლიენტების მოლოდინები. პარტნიორობის გაფართოება საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო გავაძლიეროთ მმართველი გუნდი და მაღალი ხარისხის, ღირებულებაზე ორიენტირებული სერვისები შევთავაზოთ ჩვენს კლიენტებს,“ — აღნიშნავს ვახტანგ ცაბაძე, გრანთ თორნთონ საქართველოს მმართველი პარტნიორი.
პაატა შურღაია, გრანთ თორნთონ საქართველოს მმართველი პარტნიორი, აცხადებს: „თამთა ნუცუბიძის პარტნიორად დანიშვნა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი გუნდისთვის. მისი გამოცდილება, ლიდერული ხედვა და ღირებულებებზე დაფუძნებული მიდგომა სრულ თანხვედრაშია გრანთ თორნთონის სტრატეგიასთან და ზრდის ჩვენს შესაძლებლობებს, შევქმნათ დამატებითი ღირებულება კლიენტებისთვის.“
კომპანიის მმართველი გუნდის გაფართოება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გრანთ თორნთონ საქართველოს სტრატეგიულ მიზანს — უზრუნველყოს მდგრადი ზრდა, გააძლიეროს პროფესიული სტანდარტები და დარჩეს სანდო პარტნიორად ბიზნესისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
გრანთ თორნთონი მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი აუდიტორული ფირმების ქსელია, რომელიც საჯარო და კერძო სექტორს აუდიტორულ, საბუღალტრო, იურიდიულ და ბიზნესის საკონსულტაციო მომსახურებს უწევს. კომპანია გრანთ თორნთონი საქართველოში 2005 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა ქსელში შემავალი კომპანები 1999 წლიდან მუშაობდნენ სხვადასხვა პროექტებზე.
გრანთ თორნთონ ინტერნეშენალის ქსელში შემავალმა კომპანიებმა, 2025 ფინანსურ წელს (2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით) შემოსავლის რეკორდული მონაცემი დააფქსირა და 8,5 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით წარმოადგენს 6%-იან ზრდას მუდმივი კურსის პირობებში. გრანთ თორნთონის 150 ქვეყნის წევრი ფირმიდან, 93-მა დააფიქსირა შემოსავლების ზრდა, რომელთაგან ნახევარზე მეტმა – ორნიშნა ზრდა აჩვენა – ამ ფირმების რიცხვშია, რა თქმა უნდა, გრანთ თორნთონის საქართველოს ოფისიც.
გლობალური შედეგების პარალელურად, 2025 წელი გრანთ თორნთონ საქართველოსთვისაც წარმატებული იყო როგორც შემოსავლების, ასევე ახალი პროექტების თვალსაზრისით. საქართველოში კომპანიას შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა ქონდა. არსებული ცვლილებების გათვალისწინებით 2026 წელს კომპანია კიდევ უფრო კარგ შედეგებს და მნიშვნელოვან ზრდას ელოდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო პროექტების ზრდის მიმართულებით, რასაც გაზრდილი პარტნიორების რაოდენობაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს.
გრანთ თორნთონის შესახებ
გრანთ თორნთონი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. გრანთ თორნთონის წევრი ფირმები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან დინამიკურ ორგანიზაციებს მათი ზრდა-განვითარების პოტენციალის გამოვლენაში. გრანთ თორნთონის გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით, მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაწყვეტაში. გრანთ თორნთონის 80,000-მდე თანამშრომელი, 150 ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტების, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.
გრანთ თორნთონი აღნიშნავს ბრენდს, რომლის სახელითაც გრანთ თორნთონის წევრი ფირმები თავიანთ კლიენტებს უწევენ აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებებს და/ან აღნიშნავს ერთ, ან მეტ წევრ ფირმას, კონტექსტიდან გამომდინარე. გრანთ თორნთონ საქართველო არის გრანთ თორნთონ ინთერნეშენალის წევრი. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და მისი წევრი ფირმები არ წარმოადგენენ მსოფლიო მასშტაბის პარტნიორობას. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და ყოველი წევრი ფირმა წარმოადგენს ცალკე იურიდიულ პირს. მომსახურების მიმწოდებლები არიან წევრი ფირმები. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და მისი წევრი ფირმები არ არიან აგენტები, და/ან არ გააჩნიათ ვალდებულებები ერთმანეთის წინაშე და არ არიან პასუხისმგებელნი ერთმანეთის მოქმედებაზე ან უმოქმედობაზე.
S














