ფოტო: Stuart Wilson/BAFTA/Getty Images
22 თებერვალს, ლონდონში, ბრიტანეთის კინოაკადემიის დაჯილდოება – BAFTA 2026 – გაიმართა. საღამოს მთავარი პრიზი ფილმს „One Battle After Another“ ერგო. მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში ჯესი ბაკლიმ („Hamnet“) გაიმარჯვა, მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიის გამარჯვებული კი რობერტ არამაიო გახდა („I Swear“).
BAFTA 2026-ის გამარჯვებულები ძირითად კატეგორიებში:
საუკეთესო ფილმი – „One Battle After Another“
საუკეთესო ბრიტანული ფილმი – „Hamnet“
საუკეთესო რეჟისორი – პოლ ტომას ანდერსონი („One Battle After Another“)
მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი – რობერტ არამაიო („I Swear“)
მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი – ჯესი ბაკლი („Hamnet“)
მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი – შონ პენი („One Battle After Another“)
მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი – ვუნმი მოსაკუ („Sinners“)
საუკეთესო ორიგინალური სცენარი – „Sinners“
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი – „One Battle After Another“
საუკეთესო არაინგლისურენოვანი ფილმი – „Sentimental Value“
საუკეთესო ანიმაციური ფილმი – „Zootropolis 2“ (აშშ-ში ცნობილია როგორც „Zootopia 2“)
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – „Mr Nobody Against Putin“
საუკეთესო ამომავალი ვარსკვლავი – რობერტ არამაიო








