ახალი ხედვა — უცვლელი ხარისხი

ახალი ხედვა — უცვლელი ხარისხი

რესტორნების ქსელი სტრადა და ორო განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. საერთაშორისო კულინარიული გამოცდილებით შექმნილი ბრენდები, რომლებიც წლებია თბილისის გასტრონომიულ რუკაზე გამორჩეულ ადგილს იკავებს, სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერებასა და სტუმრის გამოცდილების კიდევ უფრო დახვეწაზე აკეთებს აქცენტს.

ავტორი: კახი ჩაკვეტაძე

ამ ახალი ეტაპის ნაწილია მარკეტინგის მიმართულების ახალი ხელმძღვანელის დანიშნვნა. ამიერიდან სტრადასა და ოროს ამ პოზიციაზე უხელმძღვანელებს ქეთევან მეფარიძე, რომელიც LEVEL C-ს სერტიფიცირებული ბრენდინგის სპეციალისტია და მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით. 

ქეთევანის გამოცდილება მოიცავს როგორც სარეკლამო სფეროს (კრეატიული სააგენტო ლივინგსტონი), ისე საბანკო და საავტომობილო ინდუსტრიას (რენო, საქართველოს ბანკი, ტერაბანკი) და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბრენდების კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებასაც. ტერაბანკში მუშაობისას მისმა ერთ-ერთმა პროექტმა საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის, Meliora-ს ჯილდოც მოიგო.

აღსანიშნავია, რომ სტრადა, რომელიც თბილისის ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა, შეფმზარეულების საერთაშორისო გუნდის მიერაა შექნილი და მომხმარებელს ამერიკულ და აზიურ სამზარეულოს სთავაზობს. 

“განსაკუთრებული მოტივაციაა სტრადას სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით მუშაობა და მისი მუდმივი განვითარების პროცესში მონაწილეობის მიღება. სტრადა უკვე 12 წელია, ადამიანების თავშეყრის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია, ამის მიზეზი კი სასიამოვნო გარემო, მრავალფეროვანი მენიუ და ხარისხიანი სერვისია”, – აღნიშნავს ქეთევანი.

ქსელის მეორე ბრენდი, ორო, განსხვავებული კონცეფციით შეიქმნა, აქცენტს ავთენტურ ქართულ სამზარეულოზე აკეთებს  და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ხარისხს. მისი ობიექტები სტრადას გვერდით მდებარეობს, რაც სინერგიას ქმნის, სტუმარს არჩევანის თავისუფლებას აძლევს.

ქეთევანის თქმით, ოროს განვითარების პოტენციალი მისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ბრენდმა უკვე მოახერხა, რომ ადამიანების გონებაში გამორჩეულად გემრიელ ქართულ სამზარეულოსთან ასოცირდებოდეს.

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, წვლილი შევიტანო თანამედროვე, გამოკვეთილი ხასიათის მქონე ბრენდების შემდგომ განვითარებაში. ორივე ბრენდი გამორჩეულია იმ ადამიანებით, რომლებიც აქ მუშაობენ. 

სასიამოვნო იყო იმის აღმოჩენა, რომ თითოეული გუნდის წევრი იზიარებს ბრენდის ღირებულებებს, ზრუნავს მომსახურების მაღალ სტანდარტზე და ეს განწყობა სტუმბრებისთვისაც შესამჩნევია. ასეთ გარემოში ბუნებრივად გიჩნდება სურვილი, გახდე პროცესის ნაწილი და საერთო შედეგზე იმუშაო”, – ამბობს ქეთევანი.

მარკეტინგის ახალი ხელმძღვანელის გეგმები თამამი და დასამახსოვრებელი ინიციატივების დანერგვას უკავშირდება. მთავარი მიზანია, შენარჩუნდეს ის მაღალი სტანდარტი, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა და პარალელურად, სტუმრებს სიახლეები მუდმივად შესთავაზონ. 

მომხმარებლის ნდობაზე დაფუძნებულ და უკვე ჩამოყალიბებულ ბრენდებს ამ სიახლით ემატება სტრატეგიული მარკეტინგის მკაფიო ხედვა, რომელიც მათ პოზიციონირებას კიდევ უფრო გაამყარებს. გამოცდილ გუნდსა და მენეჯმენტს შორის სინერგია ქმნის საფუძველს, რომ ორივე ბრენდმა შეინარჩუნოს ხარისხისა და სერვისის სტანდარტი და ამავე დროს, ახალი ინიციატივებით გააგრძელოს ზრდა კონკურენტულ ბაზარზე.