გალტ & თაგარტმა თბილისში ICT Association of Georgia-ს მიერ გამართულ კვარტლურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, სადაც ასოციაციის წევრებთან, პარტნიორებთან და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, IT ეკოსისტემაში მიმდინარე ინიციატივები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ანალიტიკოსმა, მარიამ მდივანმა IT სექტორის კვლევა წარადგინა.
საქართველოში IT სექტორი ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ და სწრაფად მზარდ მიმართულებად ჩამოყალიბდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორებია 2020 წლიდან ამოქმედებული საგადასახადო შეღავათები, საერთაშორისო კომპანიების შემოსვლა და რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები, რამაც საქართველო IT სპეციალისტებისა და კომპანიებისთვის მიმზიდველ ჰაბად აქცია. შედეგად, IT მომსახურების სექტორის შემოსავლები და ექსპორტი სწრაფი ზრდით ხასიათდება.
პრეზენტაციისას ყურადღება გამახვილდა ხელოვნური ინტელექტის გავლენით შრომის ბაზრის ტრანსფორმაციასა და ქართველი სპეციალისტების საერთაშორისო ინტეგრაციიაზე. გლობალური ტენდენციების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამუშაო ძალის სპეციალიზაცია და კვალიფიკაციის ამაღლება, რადგან AI-ის განვითარებასთან ერთად მოთხოვნა მაღალი კვალიფიკაციისა და სპეციალიზებული უნარების მქონე კადრებზე იზრდება. World Economic Forum-ის შეფასებით, 2030 წლისთვის სამუშაო პროცესები ადამიანურ, ტექნოლოგიურ და ჰიბრიდულ მოდელებს შორის თანაბრად გადანაწილდება, რაც უწყვეტი გადამზადების აუცილებლობას კიდევ უფრო აძლიერებს. ამ კონტექსტში, საქართველოში სამუშაო ძალის განვითარება ICT ექსპორტის შემდგომი ზრდის ერთ-ერთ საკვანძო წინაპირობას წარმოადგენს.
გალტ & თაგარტის კვლევის სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს.
ICT Association of Georgia ქვეყანაში ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სექტორის განვითარებას უწყობს ხელს. ასოციაციის მიზანია, გაიზარდოს სექტორის კონკურენტუნარიანობა, მოიზიდოს ინვესტიციები ქვეყანაში და მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
S









