2026 წლის 19-21 ივნისს საქართველო კავკასიისა და ცენტრალური აზიის ტექნოლოგიური ეკოსისტემებს გააერთიანებს. რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ფორუმი, Global Tech Weekend Tbilisi ბრუნდება. წლევანდელი GTWT დედაქალაქის კულტურულ ცენტრში, Factory Tbilisi-ში გაიმართება, სადაც 20,000-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი სტუმარი შეიკრიბება, მათ შორის გლობალურად გავლენიანი სპიკერები, რომლებიც ექსკლუზიურად GTWT-ის სცენას დაიკავებენ.
როგორი იქნება GTWT 2026?
წლევანდელი ფორუმი კონფერენციის ტრადიციულ ფარგლებს ჩატარდება და ღონისძიებები მთელ ქალაქში გაიმართება. 2026 წლის ღონისძიებისათვის პროგნოზირებული რიცხვები თავად მეტყველებს კონფერენციის მასშტაბზე
- 200+ სპიკერი
- 150+ კომპანია
- 300+ ინვესტორი
- 80+ ღონისძიება.
წლევანდელი კონფერენციისთვის თბილისში განსაკუთრებული სტუმარი ჩამოვა, რომლის ვინაობა უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება.
“გასული წლის წარმატებამ დაგვანახა, რომ თბილისი მზად არის, საბოლოოდ დაიმკვიდროს რეგიონის მთავარი ტექნოლოგიური და ბიზნეს ჰაბის სტატუსი. GTW 2026-ზე ჩვენ კიდევ უფრო დიდ მასშტაბებზე გავდივართ – ორჯერ ვზრდით სტუმრების რაოდენობას, ვაფართოებთ ინდუსტრიულ მიმართულებებს და ქართულ აუდიტორიას გლობალური დონის ექსკლუზიურ სპიკერებს ვპირდებით. ეს აღარ არის მხოლოდ კონფერენცია, ეს არის მთელი ეკოსისტემის ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც ჩვენს რეგიონს მსოფლიო ტექ-რუკაზე აქტიურად აპოზიციონირებს“, — აღნიშნავს მარიამ ჭიკაძე, GTWT-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
GTWT 2026 სამი დღის განმავლობაში გაიმართება:
- 19 ივნისი (პარასკევი) | Side-Events Day: პირველი დღე 80-ზე მეტ ღონისძიებას დაეთმობა, მათ შორის იქნება მითაფები, ვორქშოფები, კონფერენციები, დახურული შეხვედრები და ლექციები. ღონისძიებები დედაქალაქის სხვადასხვა მხარეს ჩატარდება – პარტნიორი კომპანიების სივრცეებში, სასტუმროებში, საერთო სამუშაო სივრცეებში, უნივერსიტეტებში და კულტურულ დაწესებულებებში.
- 20 ივნისი (შაბათი) | Main Conference Day: მთავარი კონფერენციისთვის 10,000-ზე მეტი სტუმარი Factory Tbilisi-ში შეიკრიბება. სივრცე სექტორულ პავილიონებად დაიყოფა.
წელს კონფერენციის ფოკუსში იქნება:
- ხელოვნური ინტელექტი და Deep Tech
- ფინტექი და ბანკინგი
- ინოვაციები, Web3 და ბლოკჩეინი
- ურბანული ინოვაციები და არქიტექტურა
- ვიდეოთამაშები და eSports
- კრეატიული და მოდის ტექნოლოგიები
- ტურიზმი და სტუმარმასპინძლობა
- ჯანმრთელობის ტექნოლოგიები
კონფერენცია ხუთ სცენაზე გაიმართება, სადაც გამომსვლელები თანამედროვე ტექნოლოგიებზე პანელური დისკუსიების, ვორქშოფების, ინტერვიუებისა და პრეზენტაციების ფორმატში ისაუბრებენ. პარალელურად, ტერიტორიაზე ათობით გასართობ-შემეცნებითი ინტერაქციული და კვების ზონა მოეწყობა.
- 21 ივნისი (კვირა) | Closing & Cultural Experience Day: დასკვნითი დღის განმავლობაში თბილისში დამატებით კულტურულ გამოცდილებაზე ორიენტირებული აქტივობები და ოფიციალური დახურვის ცერემონია შედგება.
თბილისიდან მთელ მსოფლიოში – რას გეგმავს GTWT?
წელს Global Tech Weekend-ის ბრენდი საქართველოს საზღვრებს გასცდება და თბილისთან ერთად ღონისძიებებს სამ კონტინენტზე გამართავს:
- GTW San Francisco (Business Week) | 23-29 მარტი, 2026
- GTW Tashkent | 15-17 მაისი, 2026
- GTW Tbilisi | 19-21 ივნისი, 2026
- GTW Baku | ოქტომბერი, 2026
Global Tech Weekend-ის ბრენდი საქართველოს ფარგლებს გარეთ გადის. წელს პირველი კონფერენცია სილიკონის ველის შუაგულში, სან-ფრანცისკოში გაიმართება, მოგვიანებით კი ჯერ ტაშკენტში, მერე კი თბილისსა და ბაქოში ჩატარდება.
GTWT 2025 რიცხვებში
საქართველოს დედაქალაქმა Global Tech Weekend-ის ფორუმს პირველად 2025 წელს უმასპინძლა. სამი დღის განმავლობაში გამართულ 50-მდე ღონისძიებაზე GTWT-ის გუნდმა 10,000-ზე მეტ სტუმარს, 120-ზე მეტ სპიკერს და 70-ზე მეტ გლობალურ ინვესტორს უმასპინძლა. აღსანიშნავია ასევე ფორუმის გავლენა ბიზნეს-ეკოსისტემაზე: GTWT 2025-ის პარტნიორობა 130-ზე მეტმა კომპანიამ გამოთქვა, მათ შორის იყვნენ: თიბისი, თეგეტა, GITA, აჭარა ჯგუფი, Atari, GameNations და Totally Human.
2025 წლის GTWT-ზე ქართველი მსმენელის წინაშე გლობალური ტექნოლოგიური ინდუსტრიის ლიდერები გამოვიდნენ, მათ შორის:
ჯესიკა ტამსი – Atari-ს მმართველი გუნდის დირექტორი;
ბილ ჯექსონი – Netflix-ის კრეატიული განვითარების დირექტორი;
მაია როჯერსი — Tetris-ის აღმასრულებელი დირექტორი;
პატრიკ ლი – Rotten Tomatoes-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი;
რუბენ ვეიგა – Roblox-ის ევროპის კომუნიკაციების მენეჯერი;
ქეთი სუ (Katie Soo) – DICE-ის უფროსი ბიზნეს ოფიცერი და HBO Max-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი.
GTW Tbilisi 2026-ის ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია კონფერენციის ოფიციალურ ვებგვერდზე gtwt.ge და TKT.GE-ზე.
ღონისძიების სრული კალენდარი გამოქვეყნება: www.luma.com
დამატებითი ინფორმაციისა და სიახლეებისთვის ეწვიეთ GTWT 2026-ის ოფიციალურ სოციალურ მედია არხებს:
















