ფოტო: Getty Images
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით უმნიშვნელოდ, 0.1%-ით შემცირდა. მათ შორის, საანგარიშო პერიოდში ფასების 0.5%-იანი კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე.
ამის საპირისპიროდ, წლიურ ჭრილში ექსპორტის ფასების ინდექსი 8.7%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 49.9%-ით გაიზარდა, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 2.6%-იანი, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე 7.5%-იანი, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე 18.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ცნობისთვის, ამავე პერიოდში იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 1.2-იანი ზრდა დაფიქსირდა.











