გზა სტარტაპიდან გლობალურ ფინტექ-პლატფორმამდე

გზა სტარტაპიდან გლობალურ ფინტექ-პლატფორმამდე

ერალპ ჰატიპოღლუ კრიპტოვალუტის ყოველდღიურობაში შეტანით, ადამიანებს ფინანსური თავისუფლების მოპოვებაში ეხმარება. ის ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანიის, CityPay.io-ს თანადამფუძნებელი და პრეზიდენტია. გარდა ამისა, წარმატებული ანტერპრენერი გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებითაც გამოირჩევა. 

კომპანიის პრეზიდენტი, ციფრული აქტივების სისტემების ეროვნულ ფინანსურ გარემოში ინტეგრირებისთვის, სხვადასხვა მნიშვნელოვან რგოლთან თანამშრომლობს, მათ შორის: მთავრობებთან, მარეგულირებელ ორგანოებთან, ცენტრალურ ბანკებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან. 

Eralp Hatipoglu დღეს უკვე ის ფიგურაა, რომელიც ციფრული ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარებაში აქტიურად მონაწილეობს. მისი საქმიანობა სტარტაპის დონეს სცდება და საერთაშორისო ფინანსური სისტემების ფორმირებაში ჩართულობას მოიცავს.

10 წელზე მეტია, რაც ამ სფეროშია და შეჩერებას არ აპირებს – მას უამრავი გეგმა, ამბიციური მიზნები და გლობალური მასშტაბის ხედვა აქვს.

CityPay.io – მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოკომპანიების პარტნიორი

კრიპტოეკოსისტემა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის – სწორედ ეს არის CityPay.io

აღსანიშნავია, რომ ერალპ ჰატიპოღლუსა და ბექა ქემერტელიძის სტარტაპი 2020 წელს დაფუძნდა და იმავე წელს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000-ლარიანი გრანტის მფლობელი გახდა. დამფუძნებლებს ალბათ მაშინაც ნათლად წარმოედგინათ ის მიზნები, რომელთა მიღწევაც სამომავლოდ სურდათ. 

წლები გავიდა და ბევრი რამ რეალობად იქცა. დღესდღეობით, საკუთარი გადახდის სისტემით, CityPay.io მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოკომპანიების პარტნიორია.

ფოტოზე: მარკო დალ ლაგო – Tether-ის ვიცე-პრეზიდენტი; ერალპ ჰატიპოღლუ – CityPay.io-ს თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი; პაოლო არდოინო – Tether-ის აღმასრულებელი დირექტორი; ბექა ქემერტელიძე – CityPay-ს თანადამფუძნებელი.

მისი ინოვაციური პროდუქტი ბიზნესებს საშუალებას აძლევს, რომ კრიპტოაქტივები უშუალოდ მომხმარებლისგან მიიღონ და ეროვნულ ვალუტაში კონვერტაციის სერვისით ისარგებლონ. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მესამე მხარის – შუამავალი პლატფორმების გარეშე ხდება. კრიპტოვალუტის მფლობელი, POS-ტერმინალზე ან ეკრანზე, კრიპტოსაფულის უნიკალური QR-კოდის დასკანერებით ბიზნესს შესაბამის აქტივებს გადასცემს.

აღსანიშნავია, რომ გუნდი ფინანსური კომპანიების, სტარტაპებისა და სხვადასხვა ბიზნესის წამყვანი პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც კრიპტოინდუსტრიის განვითარებაში აქტიურად მონაწილეობენ.

სტარტაპიდან მასშტაბირებად ბიზნესამდე მისასვლელად დიდი და მნიშვნელოვანი გზა იყო გასავლელი. ახლა კომპანიაში სურთ, რომ კრიპტოვალუტა სულ უფრო მეტმა ადამიანმა გამოიყენოს. 

ერალპ ჰატიპოღლუსაც სწორედ ეს მიზანი ამოძრავებს: ერთიან კრიპტოეკოსისტემაში ისეთი ინსტრუმენტების შექმნა, რომლებიც ბიზნესებსა და ფიზიკურ პირებს კრიპტოაქტივების ყოველდღიურობაში გამოყენებას გაუმარტივებს. 

ერალპ ჰატიპოღლუ – ფინტექ-მეწარმე, რომელიც გლობალურ გაფართოებაზეა ორიენტირებული

ინდუსტრიის წამყვანი და ნოვატორი მეწარმე – ერალპ ჰატიპოღლუ თავისი პროფესიონალიზმითა თუ მიღწეული შედეგებით გამოირჩევა.

ის, ფინტექის გაფართოებისა და ინსტიტუციური ბაზრების განვითარების სფეროში 10 წელზე მეტი გამოცდილებით, კომპანიის გლობალურ ზრდაზე ზრუნავს. ამ მიზნით კი, სახელმწიფო თუ მარეგულირებელ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობს. 

მისი ერთ-ერთი ამბიციური გეგმა ციფრული აქტივების ეკონომიკისთვის გლობალური ფინანსური ინფრასტრუქტურის მშენებლობაა.

ფოტოზე: გური ქოიავა, Forbes Georgia; ერალპ ჰატიპოღლუ – CityPay.io-ს თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი.

ერალპ ჰატიპოღლუს ხელმძღვანელობით, CityPay.io გლობალურ მოთამაშედ იქცა. შეიძლება ითქვას, რომ ის სწორედ ტრადიციული ფინანსებისა და ციფრული აქტივების გადაკვეთის წერტილში საქმიანობს. ეს კი უდიდეს პასუხისმგებლობასა და სფეროს ზედმიწევნით კარგად ცოდნას მოითხოვს. 

$10-მილიონიანი ინვესტიცია გლობალური კრიპტოინდუსტრიის გიგანტი Tether-ისგან და სამომავლო გეგმები

CityPay.io განვითარების ახალ საფეხურზე გადადის. 2024 წელს კომპანიამ კრიპტოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე უმსხვილესი მოთამაშისგან 10 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიცია მოიზიდა. 

ამ თანხით, ერალპ ჰატიპოღლუ და ბექა ქემერტელიძე კომპანიის საქართველოში, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, კერძოდ უზბეკეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გაფართოებას გეგმავენ.

„მოხარულები ვართ, რომ ვმუშაობთ CityPay.io-სთან ერთად, რათა მეტი ინოვაცია და ეფექტიანობა შემოვიტანოთ გადახდის ინდუსტრიაში საქართველოში. Tether-ი მზად არის, მხარი დაუჭიროს კომპანიებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ხედვას უფრო მოქნილი და ხელმისაწვდომი ფინანსური სისტემის შექმნის შესახებ“, – აღნიშნა პაოლო არდოინომ, Tether-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. 

CityPay.io-ს ისტორია ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სტარტაპი გლობალურ ფინტექ-პლატფორმად გადაიქცეს. ერალპ ჰატიპოღლუ კი სწორედ იმ მეწარმეთა შორისაა, რომლებიც არა მხოლოდ არსებულ რეალობას ერგებიან, არამედ ბაზრის მომავალს თავად ქმნიან.  

დღეს მისი მიზანი მხოლოდ ზრდა აღარ არის. ანტერპრენერის გეგმაა მასშტაბირებადი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ფინანსური გარემო შექმნას, რომელიც ციფრული ეკონომიკის მომავალს განსაზღვრავს.

S