I კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები 3%-ით გაიზარდა - საქსტატი

I კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები 3%-ით გაიზარდა - საქსტატი

ფოტო: Getty Images

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის I კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.8%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ინდექსის წლიურ ცვლილებას, ამ შემთხვევაში 3%-იანი ზრდა აღინიშნა. ცნობისთვის, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 62.3%-ით არის გაზრდილი.

საქსტატის ცნობით, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი ბინების სეგმენტში ფასები 2%-ით გაიზარდა, კერძო სახლების სეგმენტში კი – 1.1%-ით. 2025 წლის I კვარტალთან შედარებით ბინების შემთხვევაში 3.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო კერძო სახლების შემთხვევაში – 1.8%-იანი.

2026 წლის I კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში კვადრატული მეტრის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით:

წყარო: საქსტატი

 

შენიშვნა: RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.