Getty Images
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 5.86 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს 2025 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1%-ით მეტია.
საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტმა 1.72 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 23.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო იმპორტი თითქმის 4.14. მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 7.2%-იან კლებას გულისხმობს.
იანვარ-მარტში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2.41 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2%-ია.
უშუალოდ მარტის თვეში ექსპორტი თითქმის 697 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 24%-ით გაიზარდა. იმპორტმა კი 1.59 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 4.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.









