ვინ მოიხმარს მსოფლიოში ყველაზე მეტ ქვანახშირს?

ვინ მოიხმარს მსოფლიოში ყველაზე მეტ ქვანახშირს?

ფოტო: Jason Lee / Reuters

ქვანახშირის მოხმარება გლობალურად ერთ-ერთ ყველაზე კონცენტრირებულ ენერგეტიკულ ბაზარს წარმოადგენს. განსხვავებით სხვა საწვავებისგან, მისი მოთხოვნა ძირითადად რამდენიმე დიდ ეკონომიკაზე მოდის, რაც 2024 წლის მონაცემებში მკაფიოდ ჩანს. მონაცემები „მსოფლიო ენერგიის 2025 წლის სტატისტიკური მიმოხილვიდან“ არის აღებული.

ქვანახშირის მოხმარების მიხედვით ჩინეთი ძალიან დიდი უპირატესობით ლიდერობს. ქვეყანა წლიურად დაახლოებით 4,780 მილიონ ტონა ქვანახშირს მოიხმარს, რაც მსოფლიო მოხმარების 51.7%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი ასახავს ჩინეთის როლს, როგორც მსოფლიოს უდიდესი ინდუსტრიული მწარმოებლისა და იმ ფაქტს, რომ მიუხედავად განახლებადი ენერგიის სწრაფი ზრდისა, ქვანახშირი კვლავ რჩება ელექტროენერგიის წარმოების მთავარ წყაროდ.

ჩინეთის გარდა, ქვანახშირის მოხმარება ძაზია-წყნარი ოკეანის რეგიონის სხვა ქვეყნებშიც საკმაოდ მაღლია. მათ შორის კი გამოირჩევა ინდოეთი მსოფლიო მოხმარების 11.7%-ით, ინდონეზია – 9.0%-ით და ავსტრალია – 5.0%-ით.

ქვანახშირის მოხმარების კუთხით ენერგეტიკული ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშეა ამერიკის შეერთებული შტატები, რომელზეც, ავსტრალიის მსგავსად, მსოფლიო მოხმარების 5.0% მოდის, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ქვანახშირზე დამოკიდებულებას ეტაპობრივად ამცირებს და უფრო მეტად გადადის ბუნებრივ აირსა და განახლებად ენერგიებზე.

აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში, სიის პირველი 6 ქვეყანა – ჩინეთი, ინდოეთი, ინდონეზია, აშშ, ავსტრალია და რუსეთი – გლობალური მოხმარების 87%-ზეა პასუხისმგებელია, რაც მკაფიოდ აჩვენებს, რამდენად მცირე ჯგუფზეა მოთხოვნა კონცენტრირებული.

ქვანახშირის ყველაზე მსხვილი მომხმარებლები (2024 წელი): 
ადგილიქვეყანამოხმარება (მლნ ტონა)წილი
1ჩინეთი4,780.051.7%
2ინდოეთი1,085.111.7%
3ინდონეზია836.19.0%
4აშშ464.65.0%
5ავსტრალია462.95.0%
6რუსეთი427.24.6%
7სამხრეთი აფრიკა235.02.5%
8გერმანია91.91.0%
9თურქეთი87.00.9%
10პოლონეთი85.20.9%
11კოლუმბია52.70.6%
12ვიეტნამი43.80.5%
13კანადა42.60.5%
სხვა ქვეყნები547.45.9%
მსოფლიო9,241.5100.0%