ჩინეთი მსოფლიოში კრიტიკული მინერალების გადამუშავების სექტორში დომინაციას სულ უფრო იმტკიცებს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ აზიური ქვეყანა ამუშევაბს ისეთ იშვიათ მინერალებს, რომლებიც თითქმის ყველა ინდუსტრიაში გამოიყენება, დაწყებული AI-ჩიპებით და მონაცემთა ცენტრებით და დასრულებული ელექტრომობილებით და სამხედრო ტექნოლოგიებით.
უმეტეს შემთხვევაში, ინდუსტრიაში ჩინეთის დომინაცია გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ მინერალების მოპოვება. ქვეყანა დომინანტურად ლიდერობს სტატიაში გაანალიზებული 20 მინერალის გადამუშავებიდან 19-ში, მათ შორის გალიუმის, გრაფიტის, იშვიათი მეტალების და ლითიუმის გადამუშავებაში. გამოყენებული მონაცემები მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს 2025 წლის ანგარიშებიდან არის აღებული.
ჩინეთის დომინაცია ყველაზე ძლიერი გლობალური ენერგოტრანზიციისთვის საჭირო მასალებშია. ქვეყანა აკონტროლებს გრაფიტის, მანგანუმის, კობალტის, ლითიუმის და იშვიათი მეტალების გადამუშავების სიმძლავრეების უმეტესობას, რაც ქმნის ჩინეთზე მნიშვნელოვან დამოკიდებულებას ელექტრომობილებისა და აკუმულატორების მიწოდების ჯაჭვებში.
ჩინეთი გადამუშავებული გრაფიტის წარმოების 96%-ს და მანგანუმის გადამუშავების 95%-ს აკონტროლებს, რომელთაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ ელემენტებისა და ელექტროენერგიის შემნახველი სისტემებისთვის.
ჩინეთის დომინაცია დიდია იშვიათი მეტალების გადამუშავების სექტორშიც. ჩინეთში იშვიათი მეტალების გლობალური წარმოების 91%-ს გადამუშავდება. აღნიშნული მინერალები აუცილებელია ელექტრომობილებისა და ქარის ტურბინებში გამოყენებული ტექნოლოგიისთვის. სპილენძის გადამუშავებაშიც კი, სადაც ბაზარი უფრო დივერსიფიცირებულია, ჩინეთი კვლავ ლიდერობს გლობალურად 44%-იანი წილით.
ჩინეთის გარდა ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც გაანალიზებული 20 მინერალის გადამუშავებიდან ერთში მაინც დომინირებს, ინდონეზიაა. ქვეყანა ნიკელის გადამუშავების 43%-ს აკონტროლებს. თუმცა ჩინეთის როლი აქაც დიდია. ინდონეზიის გადამუშავებითი სიმძლავრეების ¾-ს სწორედ ჩინური კომპანიები აკონტროლებენ.
| მინერალი | ტოპ-გადამმუშავებელი | წილი გადამუშავებულ პროდუქციაში | სექტორი |
| გრაფიტი | ჩინეთი | 96% | ელემენტები, სადენები და განახლებადი ენერგია |
| მანგანეზი | ჩინეთი | 95% | ელემენტები, სადენები და განახლებადი ენერგია |
| იშვიათი მეტალები | ჩინეთი | 91% | ელემენტები, სადენები და განახლებადი ენერგია |
| კობალტი | ჩინეთი | 78% | ელემენტები, სადენები და განახლებადი ენერგია |
| ლითიუმი | ჩინეთი | 70% | ელემენტები, სადენები და განახლებადი ენერგია |
| სპილენძი | ჩინეთი | 44% | ელემენტები, სადენები და განახლებადი ენერგია |
| ნიკელი | ინდონეზია | 43% | ელემენტები, სადენები და განახლებადი ენერგია |
| გალიუმი | ჩინეთი | 99% | AI, მონაცემთა ცენტრები და უმაღლესი ტექნოლოგიები |
| სილიციუმი | ჩინეთი | 85% | AI, მონაცემთა ცენტრები და უმაღლესი ტექნოლოგიები |
| ტელურიუმი | ჩინეთი | 77% | AI, მონაცემთა ცენტრები და უმაღლესი ტექნოლოგიები |
| სტიბიუმი | ჩინეთი | 74% | AI, მონაცემთა ცენტრები და უმაღლესი ტექნოლოგიები |
| გერმანიუმი | ჩინეთი | 74% | AI, მონაცემთა ცენტრები და უმაღლესი ტექნოლოგიები |
| ინდიუმი | ჩინეთი | 70% | AI, მონაცემთა ცენტრები და უმაღლესი ტექნოლოგიები |
| ტანტალუმი | ჩინეთი | 46% | AI, მონაცემთა ცენტრები და უმაღლესი ტექნოლოგიები |
| მოლიბდენუმი | ჩინეთი | 81% | ავიაცია, ინდუსტრია და თავდაცვა |
| ტიტანიუმი | ჩინეთი | 69% | ავიაცია, ინდუსტრია და თავდაცვა |
| ვანადიუმი | ჩინეთი | 59% | ავიაცია, ინდუსტრია და თავდაცვა |
| ვოლფრამი | ჩინეთი | 44% | ავიაცია, ინდუსტრია და თავდაცვა |
| ქრომიუმი | ჩინეთი | 42% | ავიაცია, ინდუსტრია და თავდაცვა |
| ცირკონიუმი | ჩინეთი | 38% | ავიაცია, ინდუსტრია და თავდაცვა |
ხელოვნური ინტელექტის განვითარება სწრაფად ზრდის ნახევარგამტარებში, ბოჭკოვან ოპტიკაში, ენერგოსისტემებსა და მონაცემთა ცენტრების ინფრასტრუქტურაში გამოყენებული მინერალების მოთხოვნას. ჩინეთი დომინირებს თითქმის ყველა ამ მასალის გადამუშავებაში, მათ შორის გალიუმის, გერმანიუმის, სილიციუმის და ინდიუმის. განსაკუთრებით აღსანიშნავია გალიუმი, რადგან ჩინეთი გადამუშავების 99%-ს აკონტროლებს. აღნიშნული მინერალი გამოიყენება ნახევარგამტარებში, ტელეკომუნიკაციის აღჭურვილობასა და სამხედრო ელექტრონიკაში. ანალოგიურად, გერმანიუმი და ინდიუმი მნიშვნელოვანია ბოჭკოვანი ოპტიკის, მზის პანელებისა და მოწინავე ტექნოლოგიის მქონე ჩიპების დასამზადებლად.
ჩინეთის კონტროლი და დომინაცია ამ მიწოდების ჯაჭვებზე სტრატეგიულად სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდა შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან მზარდი ტექნოლოგიური კონკურენციის ფონზე.
ისეთი მინერალების საექსპორტო შეზღუდვებმა, როგორიცაა გალიუმი და გერმანიუმი, უკვე აჩვენა, თუ როგორ შეიძლება გადამუშავებაში დომინაცია გეოპოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად იქცეს.













