Forbes: რა უნდა გაითვალისწინოთ IPO-მდე SpaceX-ში ინვესტირებისას?

Forbes: რა უნდა გაითვალისწინოთ IPO-მდე SpaceX-ში ინვესტირებისას?

ფოტო: Getty Images

 

SpaceX-ის მოსალოდნელი IPO-ს ფონზე, ინვესტორებს, რომელთაც აქციების საჯაროდ განთავსებამდე პოზიციების დაკავება სურთ, ინვესტირების რამდენიმე შესაძლებლობა და ინსტრუმენტი აქვთ. თუმცა რომელიმე მათგანის არჩევა უპირატესობას არ წარმოადგენს. Forbes-მა შემოგვთავაზა მოსალოდნელ 5 კითხვაზე პასუხი, რომელთა დახმარებითაც შეგიძლიათ შეაფასოთ თქვენთვის საინტერესო და გამოსადეგი საინვესტიციო გზების ეფექტიანობა, კონკრეტულად SpaceX-ში ინვესტიციის განხორციელებამდე.

დღეს არსებული ხუთი ყველაზე ცნობილი რეგულირებადი ინსტრუმენტი მოიცავს სრულ სპექტრს ყოველდღიური ლიკვიდური ETF-ებით დაწყებული, ინტერვალური ფონდებით დამთავრებული. ისინი ასევე მოიცავს მართვის განსხვავებულ სქემებს. ორი პროდუქტი, რომლებიც გარედან ერთმანეთს ძალიან ჰგავს, შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავებული შედეგების მომტანი იყოს, თუ ქვემოთ მოცემულ კითხვებზე ამომწურავ პასუხებს მიიღებთ.

  1. რას იხდის ინვესტორი სინამდვილეში?

საკუთრების მთლიანი ხარჯი ინვესტორისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რიცხვია და ყველაზე ხშირად არასწორად არის ახსნილი. ERShares Private-Public Crossover ETF-ის (XOVR) მართვის საკომისიო 75 საბაზისო პუნქტია (0.75%). ბაზარზე არსებული რამდენიმე ალტერნატიული ინსტრუმენტი კი ამ საკომისიოზე რამდენჯერმე მეტს ითხოვს. ARK Venture Fund-ის (ARKVX), ამ კატეგორიის ინტერვალური ფონდის, მართვის საკომისიოს 2.90 პროცენტს შეადგენს, რაც XOVR-ის მართვის საკომისიოს თითქმის ოთხჯერ აღემატება, ხოლო გარკვეული დახურული ფონდის სტრუქტურების წლიური საოპერაციო ხარჯები მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე წმინდა აქტივების პროცენტული მაჩვენებელი. აქტივების მრავალი წლით შენახვისას, 75 საბაზისო პუნქტსა და 2.9 პროცენტს შორის სხვაობა საგრძნობლად იზრდება.

  1. შეუძლია თუ არა ინვესტორს პოზიციის დახურვა (გასვლა), როდესაც სურს?

ლიკვიდურობის საკითხი სტრუქტურულია და არა სტილისტური. ETF-ით ვაჭრობა ბირჟაზე დღის განმავლობაში ხორციელდება, ინვესტორს შეუძლია იყიდოს ან გაყიდოს, როდესაც ბაზარი ღიაა. ინტერვალური ფონდი ფუნდამენტურად განსხვავებულია. ინტერვალური ფონდის ინვესტორებს არ შეუძლიათ პოზიციის დახურვა, როდესაც სურთ. გამოსყიდვა დაშვებულია მხოლოდ დაგეგმილ ფანჯარაში, როგორც წესი, კალენდარული კვარტალის განმავლობაში ერთხელ. ამასთან, ფონდს უფლება აქვს, კვარტალური გამოსყიდვების მთლიანი ლიმიტი წმინდა აქტივების მცირე პროცენტამდე, ყველაზე ხშირად 5 პროცენტამდე, დააწესოს. ეს ლიმიტი მკაცრი სტრუქტურული შეზღუდვაა. თუ გამოსყიდვის მოთხოვნები ნებისმიერ კვარტალში აღემატება მას, ინვესტორები იღებენ მხოლოდ მოთხოვნილი თანხის პროპორციულ ნაწილს. შეუვსებელი ნაწილი ავტომატურად არ გადადის; ინვესტორებმა ხელახლა უნდა წარადგინონ განაცხადი შემდეგ კვარტალურ ფანჯარაში, სადაც იგივე ლიმიტი მოქმედებს. მერყევ პერიოდებში, სწორედ მაშინ, როდესაც ინვესტორებს ყველაზე მეტად სურთ თავიანთი ფულის გატანა, ლიმიტი, სავარაუდოდ, ამოწურული იქნება. ამ ყველაფრის პრაქტიკული შედეგი კი ის არის, რომ ინტერვალურ ფონდში მნიშვნელოვანი პოზიციის მქონე ინვესტორს შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე კვარტალი, ზოგიერთ სცენარში კი სრულ წელიწადზე მეტი, რათა უკვე გადაწყვეტილი გასვლა (პოზიციის დახურვა) დაასრულოს.

დახურული ფონდი ივაჭრება ბირჟაზე, მაგრამ აქციების მიწოდებისა და მოთხოვნის მიხედვით დადგენილ ფასად და არა პორტფელის ღირებულებით. ეს სრულიად განსხვავებული ლიკვიდურობის პროფილია და მას თან ახლავს საკუთარი რისკი, რომელსაც შემდეგ კითხვაში განვიხილავთ.

  1. იხდის თუ არა ინვესტორი პრემიას ძირითადი ღირებულების მიმართ?

დახურულ ფონდს შეუძლია ივაჭროს წმინდა აქტივების ღირებულებასთან შედარებით მნიშვნელოვანი პრემიით, რაც ნიშნავს, რომ ფონდის აქციების საბაზრო ფასი აღემატება ფონდის მფლობელობაში არსებული ძირითადი აქტივების ღირებულებას. ანუ, ინვესტორი, რომელიც ყიდულობს 30-პროცენტიანი პრემიით, იხდის 1.30 აშშ დოლარს ძირითადი აქტივების 1.00 აშშ დოლარში. უკიდურეს შემთხვევაში, ერთაქტივიანი დახურული ინსტრუმენტები ივაჭრება წმინდა აქტივების ღირებულებასთან 10-ჯერ მიახლოებული პრემიებით. ამ სიდიდის პრემიები არ არის მდგრადი. Destiny Tech100-ის (DXYZ) შესახებ აქციონერთა ბოლოდროინდელმა ანგარიშგებამ ასახა ბოლო წლის განმავლობაში NAV-ის მიმართ მდგრადი დიდი პრემიები. Fundrise Innovation Fund (VCX)-მა ასევე აჩვენა მნიშვნელოვანი პრემიიდან NAV-ის ვაჭრობის პერიოდები. ETF-ები ამ დინამიკას თავიდან აიცილებენ შექმნისა და გამოსყიდვის მექანიზმის მეშვეობით, რომელიც საბაზრო ფასს მჭიდრო კავშირში ინარჩუნებს NAV-თან მთელი სავაჭრო დღის განმავლობაში.

  1. რამდენად აქტუალურია კერძო პოზიციის შეფასება?

ამ კატეგორიაში ფარული რისკია მოძველებული ფასწარმოქმნები. თორმეტთვიანი შეფასებით დაკავებულმა პოზიციამ, როდესაც მსგავსი ტრანზაქციები მნიშვნელოვნად განსხვავებულ ფასებში ხდება, შეიძლება გამოიწვიოს NAV-ის ისეთი შეფასება, რომელიც ბაზრის მიმდინარე პირობებს სრულად არ ასახავს. ინვესტორებმა უნდა მოძებნონ დისციპლინებული ფასწარმოქმნა.

  1. გადასცემს თუ არა ფონდი სრულ ზრდას აქციონერს?

ეს არის კითხვა, რომლის დასმაც თითქმის არცერთ ინვესტორს არ უფიქრია და სწორედ აქ ვიპოვეთ პროდუქტებს შორის ყველაზე დიდი განსხვავებები. ზოგიერთი ფონდი თავის კერძო ექსპოზიციას ცალკე ინსტრუმენტის მეშვეობით ინახავს, ​​რომელიც თავად იხდის მართვის საკომისიოს (როგორც წესი, 1 ან 2 პროცენტს) და ასევე შეიძლება აიღოს ნებისმიერი მოგების პროცენტი (როგორც წესი, 10 ან 20 პროცენტი). ასეთ შემთხვევაში, აქციონერი იხდის საკომისიოს მთავარი ხარჯების თანაფარდობის გარდა და როდესაც კერძო პოზიცია იზრდება, ამ მოგების სრული ნაწილი აქციონერთან არ მიდის. ინვესტორებმა პირდაპირ უნდა დასვან კითხვა: როდესაც ძირითადი კერძო პოზიცია იზრდება, ვინ ინარჩუნებს მოგებას?


გაფრთხილება: ეს სტატია მოწოდებულია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის და არ წარმოადგენს საინვესტიციო, იურიდიულ ან საგადასახადო რეკომენდაციას, არ ხდება რაიმე ფასიანი ქაღალდის გაყიდვის ან შესყიდვის შეთავაზება. მკითხველმა ნებისმიერი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა გაიაროს კონსულტაცია კვალიფიციურ პროფესიონალთან. ინვესტორები ინვესტირებამდე უნდა გაეცნონ თითოეული ფონდის პროსპექტს და უახლეს ანგარიშებს.

რისკის შესახებ გაფრთხილება: კერძო ბაზრის შეფასებები შეიძლება ცვალებადი იყოს. საკომისიოები, აქციების ფლობა და ფასწარმოქმნის მექანიზმები განსხვავდება ინსტრუმენტის მიხედვით. ინვესტორებმა ინვესტირებამდე უნდა გადახედონ ფონდის შესახებ ინფორმაციას.

მნიშვნელოვანი შენიშვნა ამ სტატიაში მოცემულ ციფრებთან დაკავშირებით: ამ სტატიაში მოხსენიებული SpaceX-თან დაკავშირებული სამომავლო ციფრები, მათ შორის IPO შეფასების დიაპაზონები და სხვა საპროგნოზო ციფრები წარმოადგენს საჯარო ფინანსური ანგარიშგების და ინდუსტრიის პროგნოზების შეფასებებს და არა კომპანიის რეკომენდაციებს.

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.