კრედო ბანკმა განახლებული საკრედიტო ბარათი – Full Card წარადგინა, რომელიც მომხმარებლებს 10 000 ლარამდე საკრედიტო ლიმიტითა და 55-დღიანი უპროცენტო პერიოდით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. ახალი კონცეფცია თანამედროვე მომხმარებლის ფინანსურ საჭიროებებსა და ცხოვრების სტილზეა მორგებული და მიზნად უფრო მოქნილი და მარტივი საბანკო გამოცდილების შექმნას ისახავს.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ფინანსური გეგმები ყოველთვის ზუსტად ისე არ ვითარდება, როგორც წარმოგვიდგენია. მოულოდნელად გაჩენილი ხარჯები, გადაუდებელი საჭიროებები თუ მნიშვნელოვანი შენაძენები ხშირად სწრაფ ფინანსურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით განაახლა კრედო ბანკმა საკრედიტო ბარათი და მომხმარებლებს ახალი კონცეფციით წარუდგინა – Full Card, რომელიც მეტ ფინანსურ მოქნილობასა და სიმარტივეს უზრუნველყოფს.
„როდესაც მოულოდნელი ხარჯები იჩენს თავს, ასეთ დროს მნიშვნელოვანია გვერდით გყავდეს მეგობარი, რომლის იმედიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ვითარებაში გექნება. Full Card-ის შექმნისას ჩვენი მთავარი მიზანი იყო ისეთი პროდუქტის შეთავაზება, რომელიც მომხმარებლისთვის არა მხოლოდ გადახდის ინსტრუმენტი, არამედ საჭირო მომენტში რეალური ფინანსური მხარდაჭერის საშუალებაც იქნებოდა,“ – აღნიშნავენ კომპანიაში.
Full Card მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, საჭიროების შემთხვევაში, 10 000 ლარამდე ლიმიტით ისარგებლონ და თანხა სხვადასხვა მიზნით გამოიყენონ, იქნება ეს ყოველდღიური ხარჯები, ტექნიკის შეძენა, შოპინგი, კომუნალური გადასახადები, თუ სხვა ფინანსური საჭიროება. ბარათი მომხმარებელს აძლევს თავისუფლებას, თავად განსაზღვროს, როგორ და როდის გამოიყენოს ხელმისაწვდომი რესურსი.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, კრედოს განახლებული საკრედიტო ბარათის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა 55-დღიანი უპროცენტო პერიოდია, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, გახარჯული თანხა დამატებითი საკომისიოს გარეშე შეავსონ. ბანკის შეფასებით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც პირადი ფინანსების ეფექტიან მართვასა და ხარჯების წინასწარ დაგეგმვას ცდილობს.
„თანამედროვე მომხმარებლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქნილობა და საკუთარ ფინანსებზე კონტროლი. სწორედ ამიტომ Full Card აერთიანებს იმ ფუნქციონალს, რომელიც ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, საჭირო რესურსი სწრაფად გამოიყენონ და თანხა მათთვის კომფორტულ პერიოდში დააბრუნონ,“ – განგვიმარტეს კრედო ბანკში.
Full Card-ის მფლობელები თავად წყვეტენ, როდის და რაზე დახარჯონ ხელმისაწვდომი ლიმიტი. ბარათზე არსებული დადებითი ნაშთის გამოყენება კი ჩვეულებრივი სადებეტო ბარათის მსგავსად არის შესაძლებელი, რაც პროდუქტს დამატებით მოქნილობას სძენს.
ბარათი ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტიპის შემოსავლის მქონე მომხმარებლებისთვის – თვითდასაქმებულებისთვის, ფულადი გზავნილების მიმღებებისთვის, ასევე აგრო და ბიზნესსაქმიანობით დაკავებული პირებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, ისინი შემოსავალს საბანკო ანგარიშზე თუ ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით იღებენ.
Full Card-ის მოთხოვნა რამდენიმე არხით არის შესაძლებელი: მომხმარებლებს შეუძლიათ ბარათი შეუკვეთონ Mycredo მობაილ ბანკიდან, კრედო ბანკის სერვისცენტრებში ან ონლაინ, ბანკის ვებგვერდის მეშვეობით. ციფრული ბარათის გააქტიურება მომენტალურად ხდება, ხოლო Mycredo Wallet-ში მისი დამატება შესაძლებელია როგორც ციფრული, ისე ფიზიკური ბარათის შემთხვევაში. ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ფიზიკური ბარათის მიღებამდეც განახორციელოს უკონტაქტო გადახდები.
„დღეს მომხმარებლები ბანკინგისგან მხოლოდ ფინანსურ პროდუქტს აღარ ელიან. მათთვის მნიშვნელოვანია მარტივი, სწრაფი და ხელმისაწვდომი გამოცდილება. სწორედ ამიტომ შევქმენით Full Card, რათა მომხმარებლებს ყოველდღიურ ფინანსურ გადაწყვეტილებებში მეტი თავისუფლება და მოქნილობა ჰქონდეთ,“ – ამბობენ კომპანიაში.
კრედო ბანკის ახალი Full Card იმ მომხმარებლებზეა გათვლილი, რომლებიც ფინანსურ რესურსზე სწრაფ წვდომას, მოქნილ პირობებსა და თანამედროვე საბანკო გამოცდილებას ერთ პროდუქტში ეძებენ.
S








