Micron-მა საბაზრო ღირებულებით Meta-ს გადაასწრო და დროებით Tesla-საც გაუტოლდა

Micron-მა საბაზრო ღირებულებით Meta-ს გადაასწრო და დროებით Tesla-საც გაუტოლდა

ფოტო: Reuters

 

ჩიპების მწარმოებელმა Micron Technology-მ, ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე მზარდი მოთხოვნის ფონზე, საბაზრო კაპიტალიზაციით Meta Platforms-ს გადაასწრო და გარკვეული დროით Tesla-საც გაუტოლდა.

კომპანიის აქციების ფასი ხუთშაბათს 18.4%-ით გაიზარდა და 1,236 დოლარს მიაღწია. შედეგად, Micron-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 1.398 ტრილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც Meta-ს ღირებულება 1.392 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. Tesla-ს საბაზრო ღირებულება დაახლოებით 1.4 ტრილიონი დოლარის ფარგლებში იყო.

ინვესტორებში ოპტიმიზმი კომპანიამ მას შემდეგ გააძლიერა, რაც ოთხშაბათს ძლიერი ფინანსური შედეგები და პროგნოზი გამოაქვეყნა. Micron-მა განაცხადა, რომ მომხმარებლებმა მეხსიერების ჩიპების მიწოდების უზრუნველსაყოფად 22 მილიარდი დოლარის ღირებულების გრძელვადიანი ვალდებულებები უკვე აიღეს.

კომპანიის მიერ წარმოდგენილმა მეოთხე კვარტლის შემოსავლებისა და მოგების პროგნოზმა აქციების ბოლოდროინდელი ვარდნა შეაჩერა და ზრდის ახალი ტალღა გამოიწვია.

Micron-მა საბაზრო კაპიტალიზაციით $1-ტრილიონიანი ნიშნული პირველად 26 მაისს გადალახა. იგი იმ მეხსიერების ჩიპების მწარმოებლებს შორისაა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის სექტორში მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების მზარდი ინვესტიციების ფონზე განსაკუთრებულ სარგებელს იღებენ.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ AI-მონაცემთა ცენტრებზე, მაღალი წარმადობის პროცესორებსა და მეხსიერების ჩიპებზე მოთხოვნის ზრდა Micron-ის აქციების ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ფაქტორად მომავალშიც დარჩება.