თანამედროვე ღონისძიებების დაგეგმვის ინდუსტრიაში წარმატებას მხოლოდ გემრიელი კერძები და კარგი მომსახურება აღარ განაპირობებს. მნიშვნელოვანია საერთო გამოცდილება, ატმოსფერო, დიზაინი, ემოცია და ის ვიზუალური იდენტობა, რომელსაც სტუმარი ღონისძიებიდან იმახსოვრებს.
სწორედ ამ ხედვით იწყებს განვითარების ახალ ეტაპს We Are Group-ი, კომპანია, რომელიც ქართული ქეითერინგის სფეროში სრულიად ახალი ვიზუალური მიმართულებით წარდგა.

We Are Group-ის რებრენდინგზე Archetypes-მა იმუშავა – ბრენდმა, რომელმაც კომპანიის ახალი იდენტობა უფრო თანამედროვე, დახვეწილი და გამორჩეული გახადა.
„რებრენდინგის მთავარი იდეა იყო მოძრაობა, მუდმივი განვითარება, ცვლილება და დინამიკა, რომელიც ამ სფეროს ბუნებრივად ახასიათებს. ლოგოს შექმნისას გვინდოდა შეგვენარჩუნებინა მინიმალისტური ფორმა, თუმცა მასში მოძრაობისა და ტრანსფორმაციის იდეა ჩაგვედო. სწორედ ამ კონცეფციის გარშემო აიგო We Are Group-ის ახალი ვიზუალური იდენტობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმ ვიზუალური გამოცდილების შექმნა, რომელსაც ადამიანი ღონისძიებაზე შესვლისთანავე იგრძნობს. გვინდოდა, ბრენდის თითოეულ დეტალში, ფორმებში, ინვენტარში, სივრცისა და სერვირების აღქმაში ეს მოძრაობა და ენერგია გამოგვეხატა”, – აღნიშნავენ Archetypes-ში.
ბრენდის განახლება მხოლოდ ლოგოს და ვიზუალური იდენტობის ცვლილებას არ გულისხმობს – We Are Group-ი ქმნის სრულიად ახალ ესთეტიკას, რომელიც ინფრასტრუქტურის, სერვირებისა და მომსახურების კულტურის თითოეულ დეტალში იგრძნობა.

კომპანიამ სპეციალურად საკუთარი საჭიროებებისთვის, ექსკლუზიურად შექმნა ახალი ინვენტარი, ფურშეტის მაგიდები და სერვირება, ასევე სხვადასხვა ვიზუალური ელემენტი, რომლებიც თითოეული ღონისძიების ნაწილად იქცა.
მაგიდების დიზაინსა და შესრულებაზე კომპანია Mezzanine-მ იმუშავა, ნანანო ფაღავამ და ნატაშკა აბზიანიძემ We Are Group-ის ხედვა თანამედროვე, მინიმალისტურ და ფუნქციურ დიზაინში გადმოსცეს.
„We Are Group-ისთვის შექმნილი მაგიდა ჩვენი ერთ-ერთი უახლესი პროექტია. ამ პროექტზე მუშაობისას მთავარი გამოწვევა იყო ბალანსის პოვნა დამკვეთის საჭიროებებსა და ჩვენს დიზაინერულ ხედვას შორის. გვინდოდა შეგვექმნა ავეჯი, რომელიც იქნებოდა არა მხოლოდ ვიზუალურად გამორჩეული, არამედ ფუნქციური, კომფორტული და მარტივად ადაპტირებადი სხვადასხვა სივრცისა და გამოყენებისთვის. მიგვაჩნია, რომ ამ პროექტში წარმატებით შევძელით პრაქტიკულობისა და დიზაინის გაერთიანება. მეტალი და ფერადი შუშა Mezzanine-ის ხელწერის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ ამ ნამუშევარშიც განსაკუთრებული აქცენტი სწორედ ამ მასალებზე გავაკეთეთ. შედეგად მივიღეთ ობიექტი, რომელიც აერთიანებს მოქნილობას, ფუნქციურობასა და იმ დიზაინერულ იდენტობას, რომელიც Mezzanine-ს თავიდანვე გამოარჩევდა“, – ამბობენ Mezzanine-ის დამფუძნებლები.
ახალი მიმართულება განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს კომპანიის ყველა ღონისძიებაზე, სადაც თითოეული დეტალი, ფორმა, ტექსტურა, ფერი და სერვირების სტილი – საერთო კონცეფციის ნაწილია. სწორედ ეს მიდგომა ქმნის განსხვავებას სტანდარტულ მომსახურებასა და გამოცდილებას შორის.

„როდესაც We Are Group-ს ვქმნიდით, თავიდანვე ვიცოდით, რომ მხოლოდ კარგი საკვები და ხარისხიანი მომსახურება არ იქნებოდა საკმარისი. გვინდოდა, თითოეულ ღონისძიებას საკუთარი ხასიათი ჰქონოდა და განსაკუთრებული ემოცია აღეძრა. სწორედ ამ სურვილმა მოგვიყვანა რებრენდინგამდე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ბრენდის ვიზუალური მხარე ისეთივე ძლიერი ყოფილიყო, როგორიც ჩვენი სერვისი და გუნდია. ახალი იდენტობა, ინვენტარი და დიზაინერული გადაწყვეტილებები ამ ხედვის გაგრძელებაა. We Are Group-ი ღონისძიებებზე კულინარია, დიზაინი, სასიამოვნო ატმოსფერო და ადამიანური გამოცდილება ქმნის იმ მომენტებს, რომლებიც ჩვენი მეხსიერებიდან არასოდეს იშლება“, – განაცხადეს We Are Group-ში.
ბრენდის განვითარების ეს ეტაპი We Are Group-ისთვის მხოლოდ განახლება არ არის, ეს არის განცხადება, რომ ქართულ ბაზარზე ქეითერინგი შეიძლება იყოს ბევრად მეტი, ვიდრე მომსახურება.
S









