მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი | 2026 წლის სექტემბერი

მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი | 2026 წლის სექტემბერი

ფოტო: Getty Images

 

აგვისტოში SpaceX-ისა და Tesla-ს აქციების ფასის, შესაბამისად, 33%-ითა და 18%-ით მატებამ ილონ მასკის ქონება ერთ თვეში $202 მილიარდით გაზარდა. შედეგად, ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ამჟამად მასკი $892 მილიარდს ფლობს და ისტორიულ, $1-ტრილიონიან ნიშნულთან დასაბრუნებლად შედარებით მცირე თანხა აშორებს.

გასული თვის მკვეთრი ზრდის მიუხედავად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქონება ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება რეკორდულ მაჩვენებელს, $1.33 ტრილიონს, რომელსაც მან SpaceX-ის აქციების ფასის პიკის პერიოდში, ივნისის შუა რიცხვებში მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ მასკი მსოფლიოს მეორე უმდიდრეს ადამიანზე, Google-ის თანადამფუძნებელ ლარი პეიჯზე, სამჯერ მეტ ქონებას ფლობს. ამჟამად პეიჯის ქონება $277 მილიარდს უტოლდება. აგვისტოში მისი ქონება $15 მილიარდით შემცირდა, რაც თვის განმავლობაში მილიარდერებს შორის ყველაზე დიდი კლებაა.

გასულ თვეში $10 მილიარდით შემცირდა Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის, ქონება, ხოლო Google-ის მეორე თანადამფუძნებლმა, სერგეი ბრინმა, ამავე პერიოდში $13 მილიარდი დაკარგა. მიუხედავად ამისა, Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში პოზიციების შენარჩუნება ორივემ შეძლო და ისინი, შესაბამისად, მესამე და მეოთხე ადგილებზე დარჩნენ.

Oracle-ის აქციების ფასის 15%-იანი ზრდის შედეგად, ლარი ელისონის ქონება $25 მილიარდით გაიზარდა და $193 მილიარდს მიაღწია. შედეგად, ის მეშვიდე ადგილზე გადავიდა – ერთი პოზიციით მაღლა, ვიდრე ივლისში იყო. ელისონი აგვისტოში ქონების ზრდის მხრივ მასკის შემდეგ მეორე ყველაზე წარმატებული მილიარდერი გახდა.

Nvidia-ს თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის, ქონება კი $17 მილიარდით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, მან ელისონთან პოზიციები გაცვალა და რეიტინგში მერვე ადგილი დაიკავა.

ათეულს მიღმა აღმოჩნდნენ ბერნარ არნო და უორენ ბაფეტი, რომლებიც თავიანთი კარიერის განმავლობაში სხვადასხვა პერიოდში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსს ფლობდნენ. არნოს პოზიციაზე გავლენა LVMH-ის აქციების ფასის ვარდნამ იქონია, რაც ჩინელი მომხმარებლების მიერ ფუფუნების საგნებზე ხარჯების შემცირებას უკავშირდება. ბაფეტის Berkshire Hathaway-ის აქციები კი მას შემდეგ გაუფასურდა, რაც კომპანიამ ბოლო 12 თვის მაქსიმუმი დააფიქსირა.

მათი ადგილები რეიტინგში Microsoft-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ბალმერმა, და Zara-ს მშობელი კომპანიის, Inditex-ის, ყოფილმა ხელმძღვანელმა ამანსიო ორტეგამ დაიკავეს.

აგვისტოში ბალმერის ქონება $10 მილიარდით გაიზარდა, რის შედეგადაც ის მე-11 ადგილიდან მეცხრე ადგილზე გადავიდა. ორტეგას ქონება კი $5 მილიარდით გაიზარდა, რამაც მას მე-12 ადგილიდან მე-10 პოზიციაზე გადასვლის საშუალება მისცა.

Forbes-ის შეფასებით, 2026 წლის 1-ელი სექტემბრის მდგომარეობით, მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება $2.8 ტრილიონს შეადგენს. ერთი თვის წინ ეს მაჩვენებელი $2.6 ტრილიონი იყო.

მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი, 2026 წლის 1-ელი სექტემბრის მდგომარეობით

#1 ილონ მასკი
ქონება: $892 მლრდ (+$202 მლრდ)
წყარო: Tesla, SpaceX, xAI, X
ასაკი: 55
საცხოვრებელი ადგილი: ოსტინი, ტეხასი
მოქალაქეობა: აშშ

Andrew Harnik/Getty Images

#2 ლარი პეიჯი
ქონება: $277 მლრდ (-$15 მლრდ)
წყარო: Google
ასაკი: 53
საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

Photo: Shutterstock

#3 ჯეფ ბეზოსი
ქონება: $268 მლრდ (-$10 მლრდ)
წყარო: Amazon
ასაკი: 62
საცხოვრებელი ადგილი: მაიამი, ფლორიდა
მოქალაქეობა: აშშ

Joe Klamar / AFP – Getty Images

#4 სერგეი ბრინი
ქონება: $256 მლრდ (-$13 მლრდ)
წყარო: Google
ასაკი: 53
საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

Michael Tran/AFP/Getty Images

#5 მაიკლ დელი 
ქონება: $241 მლრდ (+$12 მლრდ)
წყარო: Dell Technologies
ასაკი: 61
საცხოვრებელი ადგილი: ოსტინი, ტეხასი
მოქალაქეობა: აშშ

Ben Sklar for Fortune

#6 მარკ ცუკერბერგი
ქონება: $197 მლრდ (+$6 მლრდ)
წყარო: Meta (Facebook)
ასაკი: 42
საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

AFP via Getty Images

#7 ლარი ელისონი
ქონება: $193 მლრდ (+$25 მლრდ)
წყარო: Oracle
ასაკი: 81
საცხოვრებელი ადგილი: ვუდსაიდი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

Phillip Faraone—Getty Images

#8 ჯენსენ ჰუანგი
ქონება: $191 მლრდ (+$17 მლრდ)
წყარო: Nvidia
ასაკი: 63
საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

Chesnot—Getty Images

#9 სტივ ბალმერი
ქონება: $155 მლრდ (+$10 მლრდ)
წყარო: Microsoft
ასაკი: 70
საცხოვრებელი ადგილი: ჰანტს-პოინტი, ვაშინგტონი
მოქალაქეობა: აშშ

Gabriel Bouys AFP—Getty Images

#10 ამანსიო ორტეგა
ქონება: $148 მლრდ (+$5 მლრდ)
წყარო: Zara
ასაკი: 90
საცხოვრებელი ადგილი: ლა-კორუნია, ესპანეთი
მოქალაქეობა: ესპანეთი

Europa Press/Getty Images