Petra Group-ის პროექტებში Mitsubishi-ის ლიფტები დამონტაჟდება
31 აგვისტოს Petra Group-ის სათავო ოფისში Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
თანამშრომლობის ფარგლებში Mitsubishi-ის ლიფტები Petra Group-ის მიმდინარე სამთო და საზღვაო პროექტებში: Petra Sea Resort-სა და Petra Ski Resort-ში დამონტაჟდება.
პარტნიორობის პირველი ეტაპის ფარგლებში გაფორმდა შეთანხმება 15 ლიფტის შესყიდვაზე A, B და C კორპუსებისთვის, ციხისძირში.
პროექტებისთვის ლიფტების რაოდენობა და მათი ტექნიკური მახასიათებლები შენობებში ჩატარებული ტრეფიკის ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს შენობებში ადამიანების გადაადგილების ეფექტიან ორგანიზებას და ლოდინის დროის მინიმუმამდე შემცირებას.

ლიფტების ბრენდის შერჩევისას მნიშვნელოვანი იყო მისი შესაბამისობა იმ საერთაშორისო სტანდარტებთან, რომლებსაც Petra Group-ის პროექტებში პარტნიორი საერთაშორისო ბრენდები განსაზღვრავენ. Accor-ის ბრენდებთან და საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანია Valor Hospitality Partners-თან თანამშრომლობა ტექნოლოგიური და საოპერაციო გადაწყვეტილებების მიმართ მაღალ მოთხოვნებს განაპირობებს. სწორედ ამ სტანდარტებისა და პროექტების სპეციფიკის გათვალისწინებით შეირჩა Mitsubishi ლიფტების სისტემების მთავარ მიმწოდებლად შეირჩა.
„დიდ პროექტში კომფორტს სწორედ ისეთი გადაწყვეტილებები ქმნის, რომლებიც ერთი შეხედვით შეიძლება შეუმჩნეველი იყოს. ლიფტი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და მისი მუშაობის ხარისხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ მასშტაბურ პროექტებში, როგორიცაა Petra Sea Resort და Petra Ski Resort. Mitsubishi-სთან თანამშრომლობისას ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ტექნოლოგია რეალურ საჭიროებებს მორგებოდა. სწორედ ამიტომ ლიფტების რაოდენობა და მახასიათებლები შენობების ტრეფიკის ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა“ – განაცხადა Petra Group-ის CEO თინათინ კალანდარიშვილმა.
Mitsubishi-ის წარმომადგენელმა ხორხე რამოსმა განაცხადა:
„მოხარული ვარ, რომ Petra Group-თან ასეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობის შესაძლებლობა მოგვეცა. მადლობას ვუხდით Petra Group-ს ნდობისთვის და გვჯერა, რომ ეს თანამშრომლობა გრძელვადიანი და წარმატებული პარტნიორობის საფუძველი გახდება. ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის Mitsubishi-ის ლიფტები მივაწოდოთ, არამედ უზრუნველვყოთ მათი პროფესიონალური მონტაჟი, საიმედო მუშაობა და სრული ტექნიკური მომსახურება მთელი ექსპლუატაციის პერიოდში. დარწმუნებული ვარ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო სტანდარტების გაერთიანება Petra Sea Resort-სა და Petra Ski Resort-ში სტუმრებისა და მომხმარებლებისთვის კომფორტისა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს შექმნის“.
Petra Group-ისთვის საერთაშორისო და მაღალი სტანდარტის ტექნოლოგიურ პარტნიორებთან თანამშრომლობა პროექტების განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. ხარისხი ხშირად იმ დეტალებშია, რომლებსაც დასრულებულ შენობაში თვალით ვეღარ ხედავ, თუმცა სწორედ ისინი განსაზღვრავენ შენობის გამძლეობას, ფუნქციონალურობასა და ყოველდღიურ კომფორტს.

Mitsubishi-ის ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ინტეგრირება Petra Group-ის პროექტებში სწორედ ამ მიდგომის ნაწილია – შეიქმნას თანამედროვე, კომფორტული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი და საკურორტო გარემო.










