ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორის დასახელდა

ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორის დასახელდა

ფოტო: Kevin Voigt

 

France Football-მა 2026 წლის „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტი დაასახელა. საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის ჯილდოს პრეტენდენტებს შორის საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ამჯერადაც მოხვდა. ხვიჩა „ოქროს ბურთის“ ნომინანტად უკვე მესამედ არის წარდგენილი.

კვარაცხელიას გარდა, პრესტიჟულ ჯილდოზე წარდგენილ ფეხბურთელებს შორის არიან ლიონელ მესი, კილიან მბაპე, უსმან დემბელე, ვინისიუს ჟუნიორი, ჯუდ ბელინგემი, ერლინგ ჰაალანდი, როდრი, ჰარი კეინი და ბრუნო ფერნანდეში.

2026 წლის „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტის სრული სია ასეთია:

  • ჰარი კეინი
  • ვინისიუს ჟუნიორი
  • ფაბიან რუისი
  • ვიტინია
  • ფერან ტორესი
  • უილიამ სალიბა
  • დაიო უპამეკანო
  • ბრუნო ფერნანდეში
  • პაუ კუბარსი
  • მარკ კუკურეია
  • ჯუდ ბელინგემი
  • უსმან დემბელე
  • ლუის დიასი
  • ლამინ იამალი
  • ერლინგ ჰაალანდი
  • გაბრიელ მაგალიაეში
  • აშრაფ ჰაკიმი
  • ხვიჩა კვარაცხელია
  • ლიონელ მესი
  • სადიო მანე
  • მარკინიოსი
  • ლაუტარო მარტინესი
  • კილიან მბაპე
  • ნუნუ მენდეში
  • ჟოაუ ნევეში
  • მაიკლ ოლისე
  • უილიამ პაჩო
  • ხულიან კინიონესი
  • როდრი
  • დეკლან რაისი

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება.

ინფორმაცია ახლდება…