ანა ჯაფარიძემ პარიზის გრანპრი მოიგო და მსოფლიო რეიტინგის ლიდერი გახდა

ანა ჯაფარიძემ პარიზის გრანპრი მოიგო და მსოფლიო რეიტინგის ლიდერი გახდა

ქართველმა პარატაეკვანდოისტმა, ანა ჯაფარიძემ, მორიგ დიდ წარმატებას მიაღწია. ქართველმა სპორტსმენმა პარიზის გრანპრი მოიგო და მსოფლიო რეიტინგში ლიდერის პოზიცია დაიკავა.

ანამ ტურნირზე შესანიშნავი ორთაბრძოლები ჩაატარა და ფინალში გამარჯვებით ოქროს მედალს დაეუფლა. ეს გამარჯვება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა მის კარიერაში პარიზის 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლისა და 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ოქროს შემდეგ.

გარდა ამისა, ამ გამარჯვებით ანა ჯაფარიძემ, -52 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მსოფლიო კლასიფიკაციაში მონღოლ სპორტსმენს, სურენიავ ულამბაიარს გადაასწრო და რეიტინგის ლიდერი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ანა ჯაფარიძე ნოემბერში სამხრეთ კორეაში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებეს, რომელიც 20-22 ნოემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, ანა ჯაფარიძე Forbes Georgia-ს პროექტ Under 30-ის 2026 წლის გამარჯვებულია სპორტის კატეგორიაში.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი