ფოტო: Getty Images
Anthropic-ის ინფორმაციით, მესამე კვარტალში კომპანიის შემოსავალი თითქმის 50%-ითაა გაზრდილი და კორექტირებული მაჩვენებლით, ზედიზეც მეორე კვარტალია, მოგებას აფიქსირებს. მიუხედავად სწრაფი ზრდისა, ბაზარზე გამკაცრებული კონკურენციის გამო, ინვესტორების პროგნოზები შემცირებულია.
როგორც Anthropic-მა ინვესტორებს აცნობა, 2026 წლის მესამე კვარტალში კომპანიის შემოსავალმა $16.8 მილიარდს მიაღწია, რაც წინა კვარტალის $11.5 მილიარდთან შედარებით, თითქმის 50%-იანი ზრდაა.
კომპანიამ ინვესტორებს ინფორმაცია სან-ფრანცისკოს ოფისში გამართულ შეხვედრაზე გააცნო. Anthropic-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დარიო ამოდეიმ და ფინანსურმა დირექტორმა კრიშნა რაომ ინვესტორებთან კომპანიის ზრდაზე, საოპერაციო ეფექტიანობასა და მოგებიანობაზე ისაუბრეს. შეხვედრის მიზანი ინვესტორების მხარდაჭერის მოპოვება იყო, რადგან კომპანია ნოემბერში IPO-სთვის ემზადება.
ბოლო შეფასებით, Anthropic-ის ღირებულება $965 მილიარდს აღწევს. სექტემბერში დასრულებული 3-თვიანი პერიოდით, ზედიზედ უკვე მეორე კვარტალია, რაც Anthropic-ი კორექტირებული მაჩვენებლით მოგებაზეა. თუმცა შემოსავლების ზრდის ტემპი შენელებულია. 2026 წლის პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალი დაახლოებით $4.8 მილიარდს შეადგენდა, ხოლო მეორე კვარტალში $11.5 მილიარდამდე გაიზარდა — ეს ერთ კვარტალში შემოსავლების გაორმაგებაზე მიუთითებს.
თუმცა Financial Times-ი მიუთითებს, რომ მესამე კვარტალში ზრდა შედარებით უფრო ზომიერი იყო. კომპანიას ოფიციალური განახლებული მონაცემები არ გაუვრცელებია, თუმცა კვლევითი ფირმა SemiAnalysis-ის შეფასებით, ივლისის ბოლოს, წლიურ ჭრილში დაანგარიშებული შემოსავალი $74 მილიარდს აღწევდა. ეს კი მაშინ, როდესაც ინვესტორების ნაწილი ამავე პერიოდისთვის $100-მილიარდიანი ნიშნულის მიღებას ვარაუდობდნენ.














