Forbes: 10 ყველაზე სანდო კომპანია ამერიკაში

Forbes: 10 ყველაზე სანდო კომპანია ამერიკაში

ფოტო: Krisztian Bocsi/Bloomberg

Forbes-მა ამერიკის 300 ყველაზე სანდო კომპანიის ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის სათავეში, ზედიზედ მეორე წელია, ტექნოლოგიური კომპანია Nvidia-ა მოქცეული, მეორე ადგილზე Marriott International-ია, ხოლო მესამეზე – Delta Air Lines-ი.

რეიტინგი კომპანიების მომხმარებლების, თანამშრომლების, ფინანსური ბაზრებისა და კრედიტორების მხრიდან ნდობის შეფასებას ეფუძნება. Forbes-მა 2 500-ზე მეტი კომპანია სხვადასხვა კრიტერიუმით შეაფასა და შედეგების გამოსათვლელად შეწონილი ქულებისა და სტატისტიკური მეთოდები გამოიყენა.

ნდობა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია: PwC-ის კვლევის მიხედვით, აშშ-ში კომპანიების ხელმძღვანელთა 90% მიიჩნევს, რომ მომხმარებლები მათ კომპანიებს მაღალი ნდობით ეკიდებიან, თუმცა მომხმარებელთა მხოლოდ 30% ეთანხმება ამ შეფასებას. Salsify-ის კვლევით კი, მომხმარებელთა 68%-ს პროდუქტში უფრო მაღალი ფასი გადაუხდია იმის გამო, რომ კონკრეტულ ბრენდს სხვებზე მეტად ენდობოდა.

Forbes-ის რეიტინგის პირველ ათეულში ტექნოლოგიურ, ტურიზმის, ავიაციის, საცალო ვაჭრობის, კვებისა და სადაზღვევო სექტორების წარმომადგენლები მოხვდნენ:

ადგილიკომპანიაინდუსტრიააღმასრულებელი დირექტორი
1NVIDIAნახევარგამტარები, ელექტრონიკა, ელექტროინჟინერიაჯენსენ ჰუანგი
2Marriott Internationalტურიზმი და დასვენებაენტონი კაპუანო
3Delta Air Linesტრანსპორტი და ლოგისტიკაედ ბასტიანი
4Chick-fil-Aსწრაფი კვების რესტორნებიენდრიუ ტ. ქეთი
5Costco Wholesaleსაცალო და საბითუმო ვაჭრობარონ ვაჩრისი
6H-E-B Grocery Companyსაცალო და საბითუმო ვაჭრობაჰოვარდ ბატ III
7Travelersდაზღვევაალან დ. შნიცერი
8Wegmans Food Marketsსურსათის მაღაზიები / სუპერმარკეტებიკოლინ ვეგმანი
9Berkshire Hathawayინჟინერია და წარმოებაგრეგორი ედვარდ აბელი
10Publix Super Marketsსაცალო და საბითუმო ვაჭრობაკევინ მერფი

 

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი