ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის თქმით, აშშ ქვეყანას არჩევნების 2027 წელს ჩატარებას სთავაზობს

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის თქმით, აშშ ქვეყანას არჩევნების 2027 წელს ჩატარებას სთავაზობს

ფოტო: REUTERS/Gaby Oraa

 

ხუთშაბათს, ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ, განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა საპრეზიდენტო არჩევნების მომავალ წელს ჩატარება შესთავაზა.

მაჩადოს ვენესუელაში დაბრუნება საფრთხეს უქმნის მის კავშირებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან, რომელმაც იანვრის რეიდის დროს ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავა. შეგახსენებთ, რომ მადუროს აშშ ნარკოტიკებით ვაჭრობისა და წამების ბრალდებებით ასამართლებს.

მაჩადომ მადლობა გადაუხადა ტრამპს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, მადუროს გადაყენებაში მათი როლისთვის და თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული.

„სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დემოკრატიული გარდამავალი პერიოდისკენ მიმავალი ნაბიჯების თანამიმდევრობა წარმოადგინა, რაც ნათლად აჩვენებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წელს ჩატარდება“, – განაცხადა მაჩადომ და დასძინა, რომ ის უზრუნველყოფს, რომ ყველა ზრდასრულ ვენესუელელს შეეძლოს ხმის მიცემა მომავალ არჩევნებში.

კარაკასში გამართულ პრესკონფერენციაზე მაჩადომ თავი აარიდა ტრამპის მიერ იანვარში გაკეთებული კომენტარების შესახებ პასუხის გაცემას, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი მხარდაჭერა ვენესუელის სამართავად და რომ ვენესუელა შეიძლება აშშ–ის 51-ე შტატი გამხდარიყო.

მაჩადო კმაყოფილია, რომ არჩვენების მომავალ წელს დანიშვნას როდრიგესმაც დაუჭირა  მხარი და რომ მათ, ვინც ქვეყანას დემოკრატიის გზაზე დაბრუნებაში დაეხმარება, გარანტიები დასჭირდებათ.

მაჩადომ განაცხადა, რომ აუცილებელია გარდამავალი მართლმსაჯულების პროცესის განხორციელება, სიმართლის კომისიის შექმნა და სახელმწიფო უსაფრთხოების ძალების რეორგანიზაცია.

ცნობისათვის, 59 წლის მაჩადო ვენესუელაში კვირას მას შემდეგ დაბრუნდა, რაც მიმდინარე წელს ამის გაკეთება რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა. მას 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა, თუმცა, ოპოზიციის მიერ იმ დროისთვის წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, მისმა წარმომადგენელმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მიუხედავად ამისა, ვენესუელის სახელმწიფო ინსტიტუტებმა მხარი მადუროს დაუჭირეს.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.