Nvidia ჰუანგზე გამოძიებას აწარმოებს – იყო თუ არა კომპანიის CEO ჯაშუშობის სამიზნე?

Nvidia ჰუანგზე გამოძიებას აწარმოებს – იყო თუ არა კომპანიის CEO ჯაშუშობის სამიზნე?

ფოტო: Bridget Bennett/Bloomberg

 

Nvidia-ს განცხადებით, კომპანიის დირექტორთა საბჭო იკვლევს, გახდა თუ არა აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი უცხოური სადაზვერვო საქმიანობის სამიზნე. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯენსენ ჰუანგს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჩინელ ქალთან, რომელიც მასზე ინფორმაციას პეკინს გადასცემდა.

„Nvidia-ს დირექტორთა საბჭო იწყებს დამოუკიდებელ გამოძიებას მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი შესაძლოა უცხოური სადაზვერვო საქმიანობის სამიზნე ყოფილიყო. გამოძიებას გაუძღვება დამოუკიდებელ დირექტორთა კომიტეტი, რომელსაც მოწვეული დამოუკიდებელი იურიდიული მრჩევლები დაეხმარებიან“, – ნათქვამია Nvidia-ს განცხადებაში.

თანამშრომლებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში ჰუანგმა აღიარა, რომ მეუღლის ერთგული არ იყო და საკუთარ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა აიღო. ამავდროულად, Nvidia-ში აცხადებენ, რომ აღმასრულებელი დირექტორი დაკავებულ თანამდებობაზე საქმიანობას აგრძელებს.

ფინანსური ანალიტიკოსების აზრით, ეს მოვლენები, ჩიპების მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასზე, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის სფეროში არსებული ბუმის მდგრადობასთან დაკავშირებული შიშის ფონზე უკვე მნიშვნელოვნად გაუფასურდა, უარყოფითად აისახება. გარდა ამისა, შესაძლოა გაჩნდეს კითხვები ჰუანგის მომავალთან დაკავშირებითაც, დარჩება თუ არა ის იმ კომპანიის სათავეში, რომლის თანადამფუძნებელიც თავად არის.

გასულ თვეს გამოცემა The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰუანგს ურთიერთობა ჰქონდა ალის ჰუანგთან, სინგაპურში დაფუძნებული კომპანია Megaspeed-ის ყოფილ ხელმძღვანელთან. აშშ-ის შესაბამისი ორგანოების მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ეს ქალი ჩინეთის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობდა.

Nvidia-ს ცნობით, დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორისა და მისი ხელმძღვანელი გუნდის მიმართ ნდობა აქვს. თავად ჰუანგი კი სრულად უჭერს მხარს აღნიშნულ შემოწმებას და მასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას განაცხადა, რომ ჰუანგთან ბრალდებების შესახებ არ უსაუბრია, თუმცა მას კარგი ადამიანი უწოდა. „იმედი მაქვს, ყველაფერი კარგადაა. მან მართლაც შესანიშნავად იმუშავა“, – აღნიშნა ტრამპმა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.