სოციალურ ქსელებში პოპულარული კორეული თავის მოვლის ბრენდი Medicube უკვე საქართველოშია. ბრენდმა, რომელიც ცნობილია სახის მოვლის თანამედროვე მოწყობილობებითა და Glass Skin-ის ეფექტზე ორიენტირებული პროდუქტებით, ადგილობრივ პარტნიორად ,,ჯპს” აირჩია – მისი პროდუქტები ქსელში ოფიციალურად გაიყიდება.
ბოლო წლებში თავის მოვლის ერთ-ერთი პოპულარული ტრენდი – სარკისებრი კანი – სწორედ Medicube-ის ფორმულებითა და ტექნოლოგიებით გახდა ხელმისაწვდომი სახლის პირობებში. დღეს ბრენდის პროდუქციას ისეთი ცნობილი სახეები ირჩევენ, როგორებიც არიან ჰეილი ბიბერი, კიმ კარდაშიანი და კენდალ ჯენერი, რამაც კორეული ბრენდის მიმართ მომხმარებელთა ინტერესი გაზარდა.
Medicube-ის ერთ-ერთი მიმართულება სახის მოვლის ტექნოლოგიური მოწყობილობებია. მაღალტექნოლოგიური მოწყობილობები მომხმარებელს სახლის პირობებში სახის მოვლის დამატებით შესაძლებლობას სთავაზობს. მათი ინტეგრირება ყოველდღიურ რუტინაში მარტივად არის შესაძლებელი. მწარმოებლის მტკიცებით, Medicube-ის აპარატები მნიშვნელოვნად აძლიერებს კოსმეტიკური საშუალებების ღრმა შეწოვას კანში და სწრაფ, ხილულ შედეგებზეა ორიენტირებული.
ტექნოლოგიურ მოწყობილობებთან ერთად, ბრენდი აერთიანებს მრავალფეროვან დერმატოლოგიურ ხაზებს ყველა ტიპისა და საჭიროების კანისთვის. ასორტიმენტში შემავალი პროდუქტები სხვადასხვა ეფექტზეა ფოკუსირებული: ფორების შემცირება, ელასტიურობის აღდგენა, პიგმენტაციის კორექცია და ინტენსიური დატენიანება.
Medicube-ის ფილოსოფია მის სლოგანში ჩანს – „რეალურ შედეგებზე ორიენტირებული“. ბრენდის განცხადებით, პროდუქციის შექმნისას გათვალისწინებულია დერმატოლოგიური მიდგომები და კვლევები.
თავის მოვლის ცნობილმა კორეულმა ბრენდმა საქართველოს ბაზარზე პარტნიორად ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი სააფთიაქო ქსელი, ჯპს აირჩია. ამ თანამშრომლობის შედეგად, ქართველი მომხმარებლებისთვის Medicube-ის პროდუქცია ხელმისაწვდომი იქნება სააფთიაქო ქსელის ფილიალებსა და ონლაინ სივრცეში.
S








