აპრილში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 148 პროცენტით გაიზარდა

აპრილში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 148 პროცენტით გაიზარდა

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის აპრილში საქართველოდან ევროკავშირში 80 მლნ დოლარის საქონელი გავიდა, რაც 148%-ით (48 მლნ დოლარით) მეტია 2018 წლის აპრილის მაჩვენებელზე. ექსპორტის ასეთი მაღალი მაჩვენებლით ზრდა ძირითადად ბულგარეთმა და რუმენეთმა განაპირობა. მიმდინარე წლის აპრილში ბულგარეთში 41 მლნ დოლარის საქონელი გავიტანეთ, რაც 3-ჯერ (31 მლნ დოლარით) მეტია გასული წლის აპრილის მონაცემზე. რუმინეთში 14 მლნ დოლარის საქონელი გავიტანეთ, როცა 2018 წლის აპრილში მხოლოდ 156 ათასი აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა. 3 მლნ დოლარით გაიზარდა ექსპორტი იტალიაში, 2.5 მლნ დოლარით გაერთიანებულ სამეფოში, 1.4 მლნ დოლარით გერმანიაში. მცირედით შემცირდა ექსპორტი ესპანეთში, ნიდერლანდებში და საფრანგეთში, ჯამში 4.6 მლნ დოლარით.

4 თვის ჯამში, იანვარ-აპრილში, საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 14%-ით არის გაზრდილი და ჯამში 276 მლნ დოლარი შეადგინა.

აპრილში დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტი 26%-ით გაიზარდა. რუსეთში ექსპორტი 36%-ით (11 მლნ დოლარით), უკრაინაში 63%-ით (9 მლნ დოლარით) და უზბეკეთში 165%-ით (5.6 მლნ დოლარით) გაიზარდა.

ევროკავშირის და დსთ-ს ქვეყნების გარდა, სხვა ქვეყნებში, აპრილში საქართველოს ექსპორტი 4%-ით (3 მლნ დოლარით) შემცირდა. რაც ძირითადად აშშ-ში, ჩინეთში და შვეიცარიაში ექსპორტის შემცირებამ განაპირობა.

ცხრილი: საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში, მლნ დოლარი

 

2019, აპრილი

2018, აპრილი

ცვლილება

ევროკავშირი

80

32

47.9

ბულგარეთი

40.8

10.2

30.7

რუმინეთი

13.8

0.2

13.6

იტალია

5.0

2.2

2.9

გერმანია

4.0

2.6

1.4

გაერთიანებული სამეფო

3.5

1.0

2.5

ლიეტუვა (ლიტვა)

3.3

2.0

1.2

ნიდერლანდი

2.4

4.1

-1.8

ესპანეთი

1.2

2.6

-1.3

საფრანგეთი

0.9

2.4

-1.6