NBC Sports Group-ის განყოფილებამ, NBC Olympics-მა, SES-ი შეარჩია ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშების 4K მაღალდინამიური დიაპაზონით (HDR) ტრანსლაციისათვის სატელიტური მაუწყებლობის მეშვეობით. თამაშები ტარდება პიონგჩანგში, სამხრეთ კორეაში, 8 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით. ამის შესახებ განცხადება გააკეთეს დევიდ მაზზამ, NBC Olympics-ის ტექნიკურმა დირექტორმა და უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და სტივ კორდამ, SES-ის ჩრდილოეთ ამერიკის მედია-პლატფორმის ვიცე-პრეზიდენტმა.
SES-ი გამოიყენებს თავის სატელიტურ პლატფორმას, რათა გადასცეს NBC Olympics-ის HDR სიგნალი მთელი შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არსებულ თავის ფილიალებს, რისთვისაც გამოიყენებს SES-1 თანამგზავრს, განლაგებულს 101 გრადუსზე დასავლეთით. პროცესის განხორციელების ფარგლებში SES-მა გამოყო წინასწარ კონფიგურირებული სატელიტური მიმღები მოწყობილობები (ე. წ. რესივერები) იმ ფილიალებისთვის, რომლებიც მიიღებენ HDR სიგნალს. SES-ის 4K პლატფორმა უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი მრავალარხიანი ვიდეო პროგრამის დისტრიბუტორების (MVPD) წვდომას მსოფლიოში უმსხვილეს ფართოზოლოვან 4K პროგრამირების პაკეტზე.
“NBC Olympics-ი მოხარულია, ითანამშრომლოს SES-თან, რათა შესთავაზოს პიონგჩანგის თამაშების 4K HDR ფორმატით გაშუქება თავის სადისტრიბუციო პარტნიორებს”, – განაცხადა მაზზამ. SES-ის მიერ გავრცელებული და Xfinity-ის მიერ წარმოდგენილი HDR სიგნალი შეავსებს ჩვენს მიერ შეთავაზებულ წინადადებას “HDR ვიდეო მოთხოვნით”, რომელიც ხელმისაწვდომია თანამგზავრული პროვაიდერებისთვის აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე.
“მოხარული ვართ, რომ, ისევე როგორც 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადის დროს, NBC-მ ამჯერადაც ანდო SES-ს ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის 4K პროგრამირების უზრუნველყოფა”, – განაცხადა კორდამ. „ჩვენი 4K პლატფორმა უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე მრავალარხიანი ვიდეო პროგრამის დისტრიბუტორების წვდომას ხაზოვანი 4K პროგრამირების უდიდეს კონტენტის არჩევანზე მსოფლიოში.“
NBC Olympics-ი განახორციელებს “ოლიმპიური მაუწყებლობის სერვისებისა” (OBS) და იაპონური NHK-ის მიერ მოწოდებული 4K HDR გაშუქების გადაცემას აშშ-ის სადისტრიბუციო პარტნიორებისათვის, რომლებიც ინდივიდუალურად აირჩევენ, თუ როგორ გახადონ კონტენტი ხელმისაწვდომი თავიანთი მომხმარებლებისთვის.
NBC-ის მიერ პიონგჩანგის თამაშების 4K HDR ფორმატით გაშუქება მოიცავს გახსნის ცერემონიის, ჰოკეის, ფიგურული სრიალის, მოკლე ტრასაზე სპრინტერული სათხილამურო სრიალის, სათხილამურო ხტომისა და სნოუბორდის დიდი სატრამპლინო შეჯიბრებების 4K კადრებს. წინა დღის შეჯიბრებების ოთხამდე ღონისძიება იქნება გადმოცემული ყოველდღიურად, დაწყებული 10 თებერვლიდან, გახსნის ცერემონიის მომდევნო დღიდან და დამთავრებული 26 თებერვლით, ოლიმპიური თამაშების დახურვის მომდევნო დღით.
Xfinity არის NBC Olympics-ის მიერ პიონგჩანგის თამაშების 4K გაშუქების წარმდგენი სპონსორი.
NBC-ის მიერ პიონგჩანგის თამაშების 4K HDR ფორმატით გაშუქების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს.