ივნისში კომერციული ბანკების მოგებამ 96 მილიონი ლარი შეადგინა

ივნისში კომერციული ბანკების მოგებამ 96 მილიონი ლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 96 მლნ ლარი შეადგინა, რაც 60 მლნ ლარით მეტია გასული წლის ივნისის მაჩვენებელზე.

იანვარ-ივნისში, ჯამში, კომერციული ბანკების წმინდა მოგება 448 მლნ ლარია, რაც 157 მლნ ლარით (54%-ით) მეტია 2016 წლის იანვარ-ივნისში მიღებულ მოგებაზე.

გრაფიკი: კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში