8 ივნისს ლარის ოფიციალურმა კურსმა დოლარის მიმართ 2.28 შეადგინა, რაც 8 თეთრით ნაკლებია 18 მაისის კურსზე – 2.3637-ზე. ლარის კურსის გამყარება საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის შემცირებამ (აპრილში შემცირდა 19%-ით) და ვიზიტორთა ნაკადების მატებამ (მაისში გაიზარდა 15%-ით) გამოიწვია. უფრო დეტალურად მიზეზებზე გავიგებთ, როდესაც მაისის საგარეო ვაჭრობის და ფულადი გზავნილების სტატისტიკა გამოქვეყნდება.
ბოლო თვეებში ლარის კურსს გარკვეული თავისებურება ახასიათებს, ის ყოველთვის უფასურდება თვის ბოლო რიცხვებში, რაც ამ დროს კრედიტების დაფარვის გააქტიურებით აიხსნება. შესაბამისად, თუ ივნისის ბოლოსთვის ლარის კურსი გამყარების ტენდენციას შეინარჩუნებს, შეგვეძლება, დავასკვნათ, რომ ლარმა გამყარება დაიწყო.