მარტში საქართველოს ეკონომიკა 4.3 პროცენტით გაიზარდა

მარტში საქართველოს ეკონომიკა 4.3 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2015 წლის მარტში, წინა წლის მარტთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 4.3%-ით გაიზარდა.

წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) ზრდამ 3.2% შეადგინა.