"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
როგორ გამდიდრდა ესტონეთი?
ესტონეთში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 24 000 აშშ დოლარს შეადგენს, რაც მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით 36 000 დოლარს უტოლდება. სიმდიდრით მსოლიოში 39-ე ადგილზეა, უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა უნგრეთი, პოლონეთი, პორტუგალია და სხვა. ესტონეთი ტერიტორიით საქართველოზე პატარა ქვეყანაა, სადაც 1.3 მლნ ადამიანი ცხოვრობს.
1940 წელს საბჭოთა კავშირმა ესტონეთი დაიპყრო. სოციალისტურ გაერთიანებაში ჩართული ქვეყნის ეკონომიკა ნელი ტემპით იზრდებოდა, თუმცა საბჭოთა კავშირში შემავალ სხვა ქვეყნებთან შედარებით ესტონეთი (ისევე, როგორც ლატვია და ლიტვა) უკეთეს მდგომარეობაში იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991-1992 წლებში ესტონეთში ისეთივე რთული ეკონომიკური მდგომარეობა იყო, როგორც სხვა პოსტსაბჭთა ქვეყნებში. ეკონომიკა დაახლოებით 30%-ით შემცირდა, ინფლაცია 1000%-მდე იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის მიუხედავად, ესტონეთი ეკონომიკურად ისევ რუსეთზე იყო დამოკიდებული, განსაკუთრებით ვაჭრობით.
1992 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობამ რადიკალური რეფორმების მხარდამჭერი პარტიები აირჩია. კოალიციურ მთავრობას 32 წლის მარტ ლაარი ჩაუდგა სათავეში. ახალმა მთავრობამ მიზნად საბჭოთა ეკონომიკის გადმონაშთის სრული ნგრევა და საბაზრო ეკონომიკის შენება დაისახა მიზნად.
პირველ რიგში ესტონეთმა საკუთარი ეროვნული ვალუტა – კრონა შემოიღო, რომლის კურსიც გერმანულ მარკასთან დააფიქსირა. ამან კრონას და ესტონეთს ეკონომიკის მიმართ ნდობა გაზარდა. ფიქსირებული კურსის შენარჩუნებას, ქვეყნის ბიუჯეტის დაბალანსება სჭირდებოდა, ამას კი ბიუეჯტიდან სუბსიდიების შემცირება. მთავრობამ, წინააღმდეგობებით, მაგრამ მოახერხა ბიუჯეტის დაბალანსება და თან მიიღო კანონი, რომელიც მხოლოდ დაბალანსებული (არადეფიციტური) ბიუჯეტის წარდგენას უშვებდა. ერთ წელიწადში, 1993 წელს ინფლაცია უკვე 90%-მდე შემცირდა, ხოლო 1995 წელს უკვე 25% იყო.
ესტონეთმა რუსეთს ზურგი აქცია და მისი ეკონომიკის განვითარებისთვის დასავლური კურსი აირჩია. ესტონეთმა საზღვრები გახსნა კონკურენციისა და უცხოური ინვესტიციებისთვის. შეამცირა და ზოგ შემთხვევაში გაუქმა საბაჟო ტარიფები, ექსპორტზე კი, ყველანაირი შეზღუდვა მოიხსნა. ესტონეთმა დაუშვა უცხოელებზე მიწის გაყიდვაც. შედეგად, უცხოელმა ინვესტორებმა უფრო დაცულად იგრძნეს თავი. 1993-1994 წლებში, ესტონეთში უცხოურმა ინვესტიციებმა დაიწყო შემოსვლა, რასაც მოჰყვა ახალი ცოდნა და ტექნოლოგიები. 1990-იან წლებში ერთ მოსახლეზე უცხოური ინვესტიციებით ესტონეთი აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერი იყო.
ეკონომიკურ რეფორმებთან ერთად, ესტონეთმა მოახერხა კანონის უზენაესობის დამყარება და კორუფციის მაქსიმალურად შეზღუდვა.
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა შეუძლებელი იქნებოდა კერძო საკუთრების გაფართოებით და კარგად დაცვის გარეშე, ამიტომ ესტონეთმა მასიური პრივატიზაციის პროცესი დაიწყო. პირველ რიგში კომუნისტების მიერ წართმეული ქონება დაუბრუნდა, მათ კანონიერ მფლობელებს. დარიგდა პრივატიზაციის ვაუჩერები, რომლითაც სახელმწიფო ქონების წილის ყიდვა შეეძლო მოსახლეობას. გაუქმდა სახელმწიფო ბანკები და დარჩა მხოლოდ კერძო ბანკები.
ესტონეთმა დაიწყო ეკონომიკის დერეგულირება, რომ ბიზნესის დაწყება და წარმართვა უფრო იოლი ყოფილიყო. მნიშვნელოვანი იყო საგადასახადო რეფორმა, შემცირდა გადასახადების განაკვეთები. 1994 წლიდან ესტონეთი წრფივ დაბეგვრაზე გადავიდა (ყველა თანაბარი განაკვეთით იბეგრებოდა). ახალმა საგადასახადო სისტემამ ეფექტურად დაიწყო მუშაობა, ჩრდილოვანი ეკონომიკა შემცირდა, ხოლო საბიუჯეტო შემოსავლები მკვეთრად გაიზარდა.
ყველა ეს რეფორმა 1992-1994 წლებში გატარდა და ესტონეთის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ჩაუყარა საფუძველი. 1995-2007 წლებში ეკონომიკა წელიწადში საშუალოდ 7%-ით იზრდებოდა. 1993 წელს ერთ მოსახლეზე შემოსავალი 1100 დოლარი იყო, 2007 წელს კი 17 000 დოლარამდე.
2004 წელს ესტონეთი ევროკავშირის და ნატოს წევრი გახდა. გაწევრიანებამდე ევროკავშირი ესტონეთს, როგორც რეფორმების გატარებაში ასევე ფინანსურადაც ეხმარებოდა.
2000-იანი წლებიდან, ესტონეთმა ტექნოლოგიური განვითარებით მიიქცია ყურადღება. ქვეყანაში მასშტაბურად მოხდა ინტერნეტიზაცია და კერძო და სახელმწიფო სექტორი თანდათან გადავიდა ელექტრონულ მმართველობაზე. ესტონეთი ციფრული სტარტაპების დაარსების ადგილად იქცა, მათ შორის ყველაზე ცნობილია “სკაიპი“.
2008-2009 წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს, ესტონეთიც დაზარალდა. თუმცა 2010 წლიდან ეკონომიკამ ისევ ზრდა დაიწყო. 2011 წელს ესტონეთმა ეროვნული ვალუტა ევროთი ჩაანაცვლა.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 25, 2024
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024