Amazon-ი იტალიაში ორი ახალი ჰაბის გახსნას აპირებს

Amazon-ი იტალიაში ორი ახალი ჰაბის გახსნას აპირებს

Amazon-ი მიმდინარე წელს, იტალიაში ორი ლოგისტიკური ცენტრის გახსნას აპირებს. ინვესტიციის მოცულობა 230 მილიონი ევრო იქნება. ამის შესახებ მსოფლიოს უმსხვილესმა რითეილერმა განაცხადა.

ორი ახალი ჰაბის გახსნით Amazon-ი შექმნის 1100 ახალ სამუშაო ადგილს მომდევნო სამი წლის განმავლობაში.

გეგმების მიხედვით, სადისტრიბუციო ცენტრი გაიხსნება იტალიის ჩრდილო-დასავლეთ ქალაქ ნოვარაში, ხოლო შეკვეთის შესრულების ცენტრი ქალაქ მოდენასთან ახლოს.  

“Amazon-ი აპირებს გააფართოვოს ლოგისტიკური ქსელი იმისათვის, რომ მომხმარებლების მხრიდან გაზრდილ მოთხოვნას უპასუხოს, გააფართოვოს პრoდუქციის არჩევის შესაძლებლობა და დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებმაც თავიანთი პროდუქციის გაyიდვა სწორედ Amazon-ის ლოგისტიკით გადაწყვიტეს“, – განაცხადა კომპანიამ.

ცნობისთვის, Amazon-ს ამ დრომდე 5.8 მილიარდი ევრო აქვს იტალიაში ინვესტირებული მას შემდეგ, რაც ათი წლის წინ ამ ქვეყანაში ოპერირება დაიწყო. ამასთან, ამდროისთვის ის იტალიაში 8 500 ადამიანს ასაქმებს.