ბოსტონის მრჩეველთა ჯგუფმა (BCG) ყველაზე ინოვაციური კომპანიების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. BCG-იმ სარეიტინგო სიის შედგენისას 4 ცვლადი გაითვალისწინა:
- საერთაშორისო ცნობადობა: სხვა ინოვაციური კომპანიების აღმასრულებელ დირექტორთა შეფასება.
- ინდუსტრიული მიმოხილვა: ერთსა და იმავე სფეროში მომუშავე კომპანიების აღმასრულებელ დირექტორთა შეფასება.
- ინდუსტრიული ნაპრალი: კონკრეტულ სფეროში განსხვავებულობის შესაფასებელი ინდექსი.
- ინოვაციის ღირებულება: საერთო მოგება
გთავაზობთ რეიტინგის პირველ ათეულს
კომპანია | ინდუსტრია | HQ | |
1 | Apple | ტექნოლოგიები | აშშ |
2 | Alphabet | ტექნოლოგიები | აშშ |
3 | Amazon | სამომხმარებლო საქონელი | აშშ |
4 | Microsoft | ტექნოლოგიები | აშშ |
5 | Tesla | ტრანსპორტი & ენერგია | აშშ |
6 | Samsung | ტექნოლოგიები | სამხრეთი კორეა |
7 | IBM | ტექნოლოგიები | აშშ |
8 | Huawei | ტექნოლოგიები | ჩინეთი |
9 | Sony | სამომხმარებლო საქონელი | იაპონია |
10 | Pfizer | ჯანდაცვა | აშშ |
Pfizer-ის ათეულში მოხვედრა მოსალოდნელი იყო, რადგან კომპანიამ BioNTech-თან პარტნიორობით COVID-19-ის ვაქცინა ერთ წელზე ნაკლებ დროში შექმნა. Pfizer-ის შედეგი შთამბეჭდავია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ისტორიულად ვაქცინის შექმნას ათწლეულამდე სჭირდებოდა.
Toyota-მ საკუთარი შედეგი 20 ერთეულით გააუმჯობესა: 2021 წლისთვის 41-ე ადგილიდან 21-ზე გადმოინაცვლა. აღნიშნული წარმატების მიზეზი მფრინავი ელექტრომანქანების შექმნისათვის კომპანიის $400-მილიონიანი ინვესტიციაა.
BCG-ის კვლევის მიხედვით, მართალია, კომპანიები ინოვაციას განსხვავებული ფორმებით აღწევენ, თუმცა თითოეული მათგანი ამტკიცებს, რომ არსებობს კორელაცია ინოვაციასა და კომპანიის ღირებულებას შორის. მეტიც, უკანასკნელი ორი ათწლეულის ანალიზის მიხედვით, კავშირი ორ ცვლადს შორის უფრო და უფრო ძლიერდება. მაგალითისთვის, 2020 წელს, BCG-ის თანახმად, ინოვაციური კომპანიები MSCI მსოფლიო ინდექსთან შედარებით 17%-ით უფრო ეფექტიანად მუშაობდნენ, 2005 წელს კი ინოვაციურ ბიზნესებს ასეთი დიდი უპირატესობა არ ჰქონდათ.
მიუხედავად იმისა, რომ ინოვაცია ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, წარმატებისთვის საკმარისი არ არის. ეფექტიანობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია კომპანიათა მზაობა, განახორციელონ ახალი იდეები. BCG-ის ანალიზის მიხედვით, ინოვაციის პრაქტიკისთვის მნიშვნელოვანია მენეჯმენტი. ამასთანავე, კომპანიებმა უნდა გააძლიერონ „ერთი გუნდის მენტალიტეტი“, რათა თანამშრომლებში გაიზარდოს კოლაბორაცია და გაძლიერდეს საერთო მიზნისკენ სვლის სურვილი.