ლოქდაუნი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოცხადდება - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანი

ლოქდაუნი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოცხადდება - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანი

ორშაბათს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის სპიკერმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა ლოქდაუნს COVID-19–ის ახალი შემთხვევების გამო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს. მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი ლოქდაუნის გამოცხადების საფრთხე არ არსებობს.

„როგორც თქვენ ვარაუდობდით, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ეს გავაკეთოთ, მაგრამ ლოქდაუნი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იქნება გამოყენებული. ვაქცინაციის პროგრამის სიძლიერის დამსახურებით  ახლა, ადრინდელისგან განსხვავებით, ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვიმყოფებით. მაშინ, როდესაც ეს ნაბიჯი გადავდგით, ლოქდაუნი აუცილებლობით იყო განპირობებული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის სპიკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ორშაბათს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ისინი ქვეყნის დასაცავად ყველაფერს გააკეთებენ. „ამჟამად ჩვენ სრულიად დარწმუნებულები ვართ ჩვენ მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯის სისწორეში, რადგან, როგორც ხედავთ, საქმეები კარგად მიდის“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *