ევროკავშირმა და საუდის არაბეთმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელიევროკავშირმა და საუდის არაბეთმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

ევროკავშირმა და საუდის არაბეთმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელიევროკავშირმა და საუდის არაბეთმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის განცხადებით, ევროკავშირმა და  საუდის არაბეთმა თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ჯოზეფ ბორელმა ტვიტერზე თქვა, რომ მან და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფაისალ ბინ ფარჰანმა თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც ურთიერთობის გაღრმავებას ითვალისწინებს ისეთ საკითხებში, როგორიცაა პოლიტიკური მდგრადობა, ეკონომიკურ-სოციალური მიმართულებები, უსაფრთხოების საკითხები და სხვა.

საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში გამართულ შეხვედრაზე ბორელმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების შესახებ დიალოგი პოზიტიური დინამიკით ხასიათდება.

აღსანიშნავია, რომ გალფის ყურის ტურის ფარგლებში, ბორელი საუდის არაბეთის შემდეგ კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართავს შეხვედრებს.

ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად არის, კიდევ უფრო გააფართოოს გალფის ყურის ქვეყნებთან კავშირი, რაც ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში თანამშრომლობით დადასტურდება.

„ბრიუსელი ასევე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხშიც ჩაერთვება და იმედოვნებს, რომ დიალოგი ,,რეალურ შედეგებს გამოიღებს“- განაცხადა მან

საუდის არაბეთის სოციალურ-ეკონომიკურ რეფორმებს, სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების წინ წამოწევა არ მოჰყოლია, რამაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ზეწოლა გამოიწვია. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა.

საუდის არაბეთი კრიტიკას გამოთქვამს იემენის გამო, სადაც ის სამხედრო კოალიციას ხელმძღვანელობს, რომელიც ექვს წელზე მეტია, ირანის მხარდამჭერ ჰუსიტების ორგანიზაციას ებრძვის. ბორელმა კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზებზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ ქვეყნის განვითარებისათვის რეგიონში მშვიდობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

პრინცმა ფეისალმა განაცხადა, რომ რიადმა ომის დასრულების მიზნით  შეერთებულ შტატებთან უკვე დაიწყო მოლაპარაკებები.