აშშ-ში სარესტორნო ბიზნესი 7.4 მლნ სამუშაო ადგილის დაკარგვის საფრთხის წინაშეა

აშშ-ში სარესტორნო ბიზნესი 7.4 მლნ სამუშაო ადგილის დაკარგვის საფრთხის წინაშეა

აშშ-ში რესტორნების ინდუსტია 7,4 მლნ სამუშაო ადგილის დაკარგვის საფრთხის წინაშეა. საკონსულტაციო კომპანია Challenger, Gray & Christmas Inc-მა გაანალიზა აშშ-ის 12 შტატსა და ვაშინგტონში დახურული რესტორნების და კაფეების რაოდენობა და საფრთხეები, რაც კორონავირუსმა გამოიწვია.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ბევრი რესტორნის თანამშრომელი შეეცდება სამსახურის სხვაგან პოვნას:

„შემოსავლის გარეშე დარჩენილი ბევრი თანამშრომელი დიდი ალბათობით დაიწყებს ძებნას და იმედია იპოვის სხვა სამუშაო ადგილს, რის გამოც, ისინი შემდეგ უკვე თავიანთ ძველ სამუშაო ადგილს რესტორნებში აღარ დაუბრუნდებიან“, – განაცხადა Challenger, Gray & Christmas Inc-ის ვიცეპრეზიდენტმა ენდი ჩელენჯერმა.

აღსანიშნავია, რომ ისეთი სარესტორნო ქსელები, როგორიცაა  Dunkin’-ი, Starbucks-ი and McDonald’s-ი, ხურავენ რესტორნებს და აქცენტს აკეთებენ ე.წ drive-thru და ასევე მიტანის სერვისზე, რათა შეზღუდონ ადამიანებს შორის ხშირი კონტაქტი და ხელი შეუწყონ კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდებას.