მევლუთ ჩავუშოღლუ ნატო-ს გაფართოებისა და ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
”მე არ მესმის, რატომ არ ვიწვევთ საქართველოს ან არ ვააქტიურებთ სამოქმედო გეგმას, რომ საქართველო გახდეს NATO-ს წევრი“, – განაცხადა მევლუდ ჩავუშოღლუმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრაზე.
“ჩვენ გვაკრიტიკებენ ჩვენს ახლო მეზობელ რუსეთთან კარგი ურთირეთობის გამო, მაგრამ ამ დროს ჩვენი დასავლელი მეგობრები არ ეთანხმებიან საქართველოს მიწვევას, რადგან მათ არ სურთ, რუსეთის პროვოცირება. თუმცა, საქართველოს ჩვენ ვჭირდებით და ჩვენ გვჭირდება საქართველოსნაირი მოკავშირე. ჩვენ გვჭირდება გაფართოება და საქართველო უნდა გახდეს NATO-ს წევრი“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.