აგვისტოში ბანკებში განთავსებული დეპოზიტები 777 მილიონი ლარით გაიზარდა

აგვისტოში ბანკებში განთავსებული დეპოზიტები 777 მილიონი ლარით გაიზარდა

2017 წლის აგვისტოში, წინა თვესთან (ივლისთან) შედარებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები 777 მლნ ლარით გაიზარდა. მათ შორის, ლარში განთავსებული დეპოზიტები 296 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში მოზიდული დეპოზიტები 127 მლნ დოლარით გაიზარდა. 2016 წლის აგვისტოსთან შედარებით, 2017 წლის აგვისტოში ლარში განხორციელებული დეპოზიტები 1 622 მლნ ლარითაა გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 381 მლნ დოლარით.

აგვისტოში დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 66.2% შეადგინა. ივლისში დოლარიზაცია 66.4%, ხოლო ერთი წლის წინ 69.8% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში განხორციელებულია 12.4 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 6.3 მილიარდი ლარის დეპოზიტი.

2017 წლის პირველი სექტემბრის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 2.6%-ია, ერთი წლის წინ 3.5% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.7%-ია, ერთი წლის წინ 8.1% იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *