სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა აგვისტოს თვეში საქართველოში ინფლაციის დონის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში ინფლაციამ წინა თვესთან მიმართებით – 0.7%, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 0.9% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზისო ინფლაციას, მიმდინარე წლის აგვისტოში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით მაჩვენებელმა 2.7% შეადგინა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებში ფასების ცვლილებამ იქონია: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ფასები გაიზარდა 2.1%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.69 პროცენტული პუნქტით აისახა; ტრანსპორტი – ფასები გაიზარდა 1.6%-ით, რაც ინდექსზე 0.19 პროცენტული პუნქტით აისახა.
რაც შეეხება წლიური ინფლაციის დონეს, ამ შემთხვევაში მის ფორმირებაზე შემდეგ ჯგუფებში ფასების ცვლილებამ იქონია გავლენა: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ფასები გაიზარდა 2.4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – ფასები გაიზარდა 10.9%-ით, რაც ინდექსზე 0.58 პროცენტული პუნქტით აისახა; საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი – ფასები გაიზარდა 5%-ით, რაც ინფლაციაზე 0.52 პროცენტული პუნქტით აისახა; ტრანსპორტი – ფასები შემცირდა 7.9%-ით, რაც -0.94 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე; ჯანმრთელობის დაცვა – ფასები შემცირდა 7.3%-ით, რაც ინფლაციაზე -0.72 პროცენტული პუნქტით აისახა.