აგვისტოში საზღვარგარეთიდან გადმორიცხული თანხა 8 პროცენტით გაიზარდა

აგვისტოში საზღვარგარეთიდან გადმორიცხული თანხა 8 პროცენტით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხა 2019 წლის აგვისტოში 2018 წლის აგვისტოსთან შედარებით 11 მლნ დოლარით, 8%-ით გაიზარდა. აგვისტოში სულ 146 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც აგვისტოს თვის რეკორდული მაჩვენებელია. საქართველოდან საზღვარგარეთ 19 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 94 ათასი დოლარით მეტია 2018 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე.

აგვისტოში 6 მლნ დოლარით შემცირდა გზავნილები რუსეთიდან. რუსეთიდან გზავნილების შემცირება მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო და 8 თვეში 25 მლნ დოლარით (8%-ით) შემცირდა.

აგვისტოში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, საბერძნეთიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან და ყაზახეთიდან  ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა.

8 თვის ჯამში, იანვარ-აგვისტოში, 1 107 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2018 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელზე 8%-ით (80 მლნ დოლარით) მეტია.

ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც აგვისტოში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი

ქვეყანა

2018 აგვისტო

2019 აგვისტო

ზრდა

იტალია

16.4

20.6

4.2

საბერძნეთი

12.6

14.7

2.1

უკრაინა

2.3

3.8

1.6

პოლონეთი

1.9

3.1

1.3

ყაზახეთი

1.5

2.6

1.1

ისრაელი

13.0

14.0

1.0

გერმანია

3.3

4.2

0.9

საფრანგეთი

1.8

2.6

0.8

ყირგიზეთი

1.7

2.4

0.7

თურქეთი

7.3

7.9

0.7

წყარო: ეროვნული ბანკი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.