Airbnb-ი ჩინეთში ბიზნესის დახურვას გეგმავს

Airbnb-ი ჩინეთში ბიზნესის დახურვას გეგმავს

ცნობილი გახდა, რომ Airbnb-ი ჩინეთში საკუთარი ბიზნესის დახურვას გეგმავს. კომპანიის გადაწყვეტილების შესახებ დასაქმებულებს ოფიციალურად უახლოეს პერიოდში ეცნობებათ, ხოლო ჩინეთთან დაკავშირებული ყველა მასალა პლატფორმაზე ამ ზაფხულისთვის სრულად წაიშლება.

ოფიციალურად, Airbnb-მა კონტინენტურ ჩინეთში ბიზნესსაქმიანობა 2016 წელს დაიწყო და მაშინვე ბაზრის ადგილობრივი წარმომადგენლებისგან მზარდ კონკურენციას წააწყდა. წყაროს ცნობით, ჩინეთში ოპერირება კომპანიისთვის საკმაოდ ხარჯიანი და რთულია, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კი ჩინეთიდან მიღებული მოგება Airbnb-ის შემოსავლის მხოლოდ 1%-ს შეადგენდა. მიუხედავად ბრენდინგისა და სხვა გადადგმული ნაბიჯებისა, პანდემიამ სიტუაცია უფრო გაართულა, რასაც ჩინეთის „ნულოვანი კოვიდპოლიტიკაც“ დაერთო.

საკითხთან დაახლოებული წყაროების ცნობით, კომპანია უფრო მეტ ყურადღებას საზღვარგარეთ წასული ჩინელი მოგზაურების სიაზე გაამახვილებს, რადგან ჩინეთიდან გამავალი ბიზნესი Airbnb-ისთვის საკმაოდ დიდ შესაძლებლობებს ქმნის. გარდა ამისა, კომპანია პეკინში ერთ ოფისსაც შეინარჩუნებს, ასი თანამშრომლით.

ტექნიკური აქციების უფრო ფართო გაყიდვის ფონზე, კომპანიის აქციების ფასი მიმდინარე წელს 30%-ით დაეცა, თუმცა სავაჭრო ღირებულება 2020 წლის IPO-ს ფასს, $68-ს, მაინც აღემატება. 2020 წლის მაისში, პანდემიამდე, Airbnb-მა თანამშრომლების 25% გაათავისუფლა, იმავე წელს კი აქციების საჯარო შეთავაზება გააკეთა. პანდემიამ სიტუაცია გაართულა, თუმცა ჩინეთში, დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებული კოვიდწესების გამო, ბიზნესის აღდგენის ტემპი შედარებით უფრო ნელი აღმოჩნდა.