ახალ საინვესტიციო რაუნდში Polymarket-ი $20-მილიარდიან შეფასებას მოელის

ახალ საინვესტიციო რაუნდში Polymarket-ი $20-მილიარდიან შეფასებას მოელის

პროგნოზების პოპულარული პლატფორმა Polymarket-ი ახალ საინვესტიციო რაუნდს აანონსებს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემის თანახმად, პლატფორმას საინვესტიციო რაუნდის დაწყება $20-მილიარდიანი შეფასებით სურს.

საკითხთან დაახლოებული პირების ინფორმაციით, მიმდინარე საინვესტიციო რაუნდში Polymarket-ი $1 მილიარდს მიიღებს. აღნიშნულთან დაკავშირებით Polymarket-ი ოფიციალურ განცხადებას ჯერჯერობით არ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში პროგნოზირების პლატფორმებმა მომხმარებლებში დიდი პოპულარობა მოიპოვა. აღნიშნულ პლატფორმებზე მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ფსონი „კი“ ან „არა“ ოფციებზე განათავსონ. სიტუაციურ პროგნოზებს კი ისეთი საკითხები წარმოადგენს, როგორებიცაა: „დაიწყებს თუ არა ტრამპი ირანთან ომს?“, „გამოიყენებს თუ არა რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს?“, „გაასაჯაროებს თუ არა ტრამპი ეპსტეინის ფაილებს?“ და სხვა. კოეფიციენტი კი განთავსებული ფსონების შესაბამისად დგება.

ბიზნესმედიაში გავრცელებული ცნობებით, Polymarket-ის ბოლო საინვესტიციო რაუნდი მიმდინარე წლის აპრილში ჩატარდა, როდესაც კომპანიამ $15-მილიარდიანი შეფასებით, $1 მილიარდის მოცულობის ინვესტიცია მიიღო.

საინტერესოა, რომ Polymarket-ის ინვესტორთაგან ერთ-ერთი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის, NYSE–ის მფლობელი კომპანია, Intercontinental Exchange-იცაა. აღნიშნულმა კომპანიამ Polymarket-ში $600 მილიონის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა.

Reuters-ის მიერ ივნისში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Polymarket-ის პროგნოზირებულმა წლიურმა შემოსავალმა $1 მილიარდს გადააჭარბა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.