ახალი შესაძლებლობა თვითდასაქმებულებისთვის “საქართველოს ბანკისგან“

ახალი შესაძლებლობა თვითდასაქმებულებისთვის “საქართველოს ბანკისგან“

ნატალი თვითდასაქმებულია. მას თვეში დაახლოებით 15 მოსწავლე ჰყავს, რომელთაც ინგლისურ ენას ასწავლის. პანდემიის დროს ნატალიმ ენების შემსწავლელი ონლაინსკოლაც – Learn with Nataly – დააარსა. სკოლაში სხვადასხვა ენის მასწავლებლები სხვადასხვა ქვეყნიდან დისტანციურად ასწავლიან მსურველებს. ნატალი საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებას და უშუალოდ ცენტრის გახსნასაც გეგმავს, რომელიც, მისი თქმით, არ იქნება მხოლოდ ენის შემსწავლელი ცენტრი, ის უნდა იყოს ერთგვარი კულტურული ცენტრიც, სადაც მისვლა და დროის გატარება ყველას დიდ სიამოვნებას მიანიჭებს. თუმცა ამისთვის ფინანსური რესურსებია საჭირო.

ძია ნოდარიც თვითდასაქმებულია.ის დაახლოებით 10-12 წლის წინ ძაღლების ფსიქოლოგიით დაინტერესდა. ეს საქმე შეისწავლა და უკვე რვა წელია, ძაღლებს ქცევას ასწავლის. გარდა ამისა, ძია ნოდარს ლეკვების სკოლაც აქვს გახსნილი, თუმცა პანდემიის პერიოდში მისი ფუნქციონირება შეჩერებულია. ძაღლების ფსიქოლოგი ამბობს, რომ როგორც კი ქვეყანაში ვითარება დასტაბილურდება, ლეკვების სკოლა კვლავ ამუშავდება. უფრო შორეული მომავლის გეგმაში კი ძაღლების ფსიქოლოგიური ცენტრის გახსნა შედის, სადაც მოზრდილი ძაღლების ფსიქოლოგიური მომსახურება იგეგმება, ასევე ფუნქციონირებას დაიწყებს ლეკვების სკოლა და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით რთული ძაღლებისთვის ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი, რათა ასეთი ძაღლების ქუჩაში გაგდება თავიდან ავირიდოთ.

ნატალისა და ძია ნოდარის მსგავსად, საქართველოში 2019 წლის სტატისტიკის მიხედვით, 397 900 ადამიანია თვითდასაქმებული. მათ შორის არიან გიდები, ძიძები, დამლაგებლები, ტაქსის მძღოლები, პროგრამისტები, ანიმატორები, რეპეტიტორები, დარაჯები, მიმტანები და სხვა, რომელთათვისაც ამ დრომდე საბანკო სესხის აღება გართულებული იყო, ვინაიდან მათ დიდ ნაწილს შემოსავლები ბანკში არ ერიცხება. თუმცა „საქართველოს ბანკთან“ ერთად უკვე მოიძებნა გზა, რაც შესაძლებელს ხდის, თვითდასაქმებულებმა დღესვე მიიღონ საჭირო თანხა ნებისმიერი მიზნისთვის.

„ხშირად თვითდასაქმებულებს ბანკები უმუშევრად მიიჩნევენ, როცა საქმე სესხის აღებას ეხება, ვინაიდან სტაბილურ შემოსავლად არ უთვლიან იმ თანხებს, რასაც თვითდასაქმებული გამოიმუშავებს. არადა, თვითდასაქმებულებმა ზოგჯერ შეიძლება უფრო მეტიც გამოიმუშაონ, ვიდრე დასაქმებულებმა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ საქართველოს ბანკის ახალი ინიციატივა ძალიან დროული და ადეკვატურია“, – ამბობს ნატალი.

„სესხების გარეშე ცხოვრება თანამედროვე მსოფლიოში შეუძლებელია“, – აღნიშნავს ძია ნოდარი და დასძენს, რომ აპირებს, „საქართველოს ბანკის“ შეთავაზებით ისარგებლოს, თუმცა ჯერ კარგად უნდა აწონ-დაწონოს, რა თანხა სჭირდება სასურველი საქმიანობის გასაფართოებლად და რა პერიოდში შეძლებს მის დაფარვას. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ სასესხო პირობები მაქსიმალურად კომფორტული იყოს.

„საქართველოს ბანკის“ ინიციატივის მიზანიც სწორედ ესაა.

„მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ ახალი ინიციატივა, რომელიც სპეციალურად თვითდასაქმებულთათვის შეიქმნა. პროგრამის ფარგლებში, ჩვენ მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ვხდით ყველა იმ საბანკო პროდუქტს (იქნება ეს სამომხმარებლო სესხი, იპოთეკა სახლის შეძენისათვის თუ მისი რემონტისათვის), რომლითაც თვითდასაქმებული პირები აქამდე ვერ ახერხებდნენ სარგებლობას“, – აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

სესხის მიღება თვითდასაქმებულებისთვის შესაძლებელია პირადობის მოწმობის წარდგენით და ინფორმაციის გაზიარებით, თუ სად მუშაობს და რა საქმიანობას ეწევა.  ასევე შესაძლებელია, თვითდასაქმებულმა წარადგინოს მისი პროფესიული კვალიფიკაციის ან სამსახურის დამადასტურებელი ნებისმიერი სერტიფიკატი თუ სხვა დოკუმენტი.

თვითდასაქმებული ძია ნოდარი და ნატალი ამბობენ, რომ ისინი დაინტერესებულები არიან „საქართველოს ბანკის“ ახალი შეთავაზებით, რაც, მათი თქმით, მათ საქმიანობას და ცხოვრებას გაამარტივებს. დღეს ხომ ფინანსური მხარდაჭერის გარეშე რთულია, ბიზნესი განავითარო ან საცხოვრებელი პირობები კიდევ უფრო გაიუმჯობესო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *