სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფი“ აჭარაში, ქობულეთში $112-მილიონიან პროექტს აანონსებს, რომელიც სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსს მოიცავს.
კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროექტი „ალიანს რენესანსი“ კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტის სანაპიროს პირველ ზოლში, ზღვიდან 30 მეტრში მდებარეობს.
„კომპლექსი საერთო პოდიუმით აკავშირებს A, B, და C თაუერებს, ისევე როგორც დამოუკიდებელ, 14-სართულიან, საერთაშორისო ბრენდის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრსა და მის უნიკალურ, 15 სახეობის თერაპიული პროცედურების სივრცეს, რითაც აერთიანებს 3 ძირითად ფუნქციურ მიმართულებას, როგორიცაა: სპორტული, გამაჯანსაღებელი და საინვესტიციო“, – ვკითხულობთ „ალიანს ჯგუფის“ ვებგვერდზე.
პროექტის განხორციელების ვადებთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.